როგორ გავიკეთოთ უნაკლო მაკიაჟი

გაინტერესებთ, თუ როგორ მიანიჭოთ თქვენს სახეს სრულყოფილი იერი? რამდენიმე ხრიკი ნამდვილად დაგეხმარებათ ამაში!
 1. გამოიყენეთ სახის კარგი გამწმენდები. დაიბანეთ სახე. დაბანა თქვენს სახეს სრულყოფილად გაასუფთავებს და მოაშორებს მკვდარი კანს, ფერისმჭამელებს, ცხიმს და ჭუჭყს. დარწმუნდით, რომ სახის გამწმენდები არ შეიცავენ აგრესიულ კომპონენტებს ან საპონს. გამოიყენეთ გამწმენდი, რომელიც შეესაბამება თქვენს კანს. რჩევისათვის მიმართეთ დერმატოლოგს ან იკითხეთ რჩევა მაღაზიაში, სადაც იყიდება სილამაზის და კოსმეტიკური პროდუქცია.

2. აირჩიეთ კარგი დამატენიანებელი. წაისვით დამატენიანებელი. დამატენიანებელი უნდა უხდებოდეს თქვენი კანის ტიპს: მშრალი/მგრძნობიარე კანისთვის: აირჩიეთ უფრო სქელი კრემი/მალამო, რომელიც ინარჩუნებს ტენს.
ნორმალური კანისთვის: აირჩიეთ კრემი დამატენიანებელი დატენიანების თვისებით. ცხიმიანი/ახალგაზრდა კანისთვის: აირჩიეთ წყალზე დამზადებული ლოსიონი.

3. გამოიყენეთ კარგი პრაიმერი, ნებისმიერი ბრენდის გამოდგება. დაამატეთ ბაზა პრაიმერი. ბაზა პრაიმერები გამოიყენება მაკიაჟის (ბაზის) დასასმელად, რათა უფრო გამძლე გახდეს მაკიაჟი თუ ბაზა.
4. აირჩიეთ ბაზა. თუ მართლაც უნაკლო კანი გაქვთ (არ გაქვთ ჭორფლი, ნაკაწრები, გაუფერულებები ან არა-თანაბარი ტონი), გამოიყენეთ ტონალური დამატენიანებელი. ეს ცოტაოდენ ფერს დაამატებს კანს. თუ გსურთ, რომ დაფაროთ უფრო მეტი, გამოიყენეთ ბაზა. ეს ერთი პროდუქტია, რომელიც ნამდვილად უნდა დიდხანს აარჩიოთ. სრულყოფილი ჩრდილის მისაღებად ლოყაზე წაისვით ბუნებრივ დღის შუქზე და ბევრნაირი ტონალობა მოისინჯეთ, რათა საჭირო ფერი აირჩიოთ. წაისვით ბაზა. კანის გასასხივოსნებლად კი დაიმატეთ გამანათებელი საშუალება. შეურიეთ მცირედი გამანათებელი თქვენს ბაზას და მიიღებთ მბზინავ კანს. ბაზა წაისვით ბაზის ფუნჯით, თუ გაქვთ, თუ არა, მაშინ თითებით. ზოგს უყვარს ფუნჯის გამოყენება, მაგრამ თქვენ შესაძლოა თითით ამჯობინოთ წასმა, რადგანაც უფრო ადვილია. მხოლოდ გახსოვდეთ, რომ აუცილებლად უნდა დაიბანოთ კარგად ხელები წასმამდე. წაისვით აგრეთვე ყბის ხაზზე, ყურებზე და თვალის გარშემო. გახსოვდეთ: ბაზა საჭიროა თქვენი კანის ტონის გასათანაბრებლად. ნუ გამოიყენებთ მას ფერის დასამატებლად ან ნაკლოვანებების დასაფარავად.

 5. შეიძინეთ კარგი კორექტორი. მოძებნეთ კორექტორი თქვენი კანის ტონთან მიახლოებული, დარწმუნდით, რომ ის არ იყოს მეტისმეტად ღია ან მუქი. თუ თვითონ ვერ ხვდებით, იკითხეთ რჩევა, რათა ზუსტი ფერი მიიღოთ.
წაისვით კორექტორი კანის ნებისმიერ გამონაყარზე თუ სიწითლეზე, გამოიყენეთ პატარა ფუნჯი კანზე კორექტორის პუნქტირით დასასმელად და თითით გადაისვით. სამკუთხედის ფორმაზე წასმით დაიფარეთ ნებისმიერი მუქი წრეები თვალის გარშემო.  გადაუსვით სამკუთხედის გარე კუთხეში თითით. არ დაგავიწყდეთ თვალის შიდა კუთხეების დაფარვაც, რადგან ისინი, როგორც წესი, უფრო მუქია, ვიდრე თვალის დანარჩენი მიდამოები.


6. კორექტორის დასმა პუდრით. აირჩიეთ ფხვიერი (მინერალური) პუდრი და გადაისვით სახის იმ ადგილებზე, სადაც უკვე წაისვით კორექტორი პუნქტირის ფუნჯით.

7. თვითგამრუჯავის და/ან ფერ-უმარილის წასმა. აირჩიეთ თვითგამრუჯავი, რომელიც არ არის ძალიან მუქი თქვენი კანის ფერისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში  მასხარას დაემსგავსებით. გამოიყენეთ დახრილი, მძიმე ფუნჯი ან პუნქტირის ფუნჯი  თვითგამრუჯავის წასასმელად, წაისვით ჯვარის ფორმაზე სახეზე (შუბლი, ცხვირი და ლოყები). იმისათვის, რომ თქვენი სახეს ჰქონდეს თხელი იერი, წაისვით თვითგამრუჯავი სწორედ ყვრიმალების ქვეშ და აგრეთვე  ღრმულებზე.
იპოვეთ ფერ-უმარილი, რომელიც უხდება თქვენი კანის ტონს და წაისვით ის ლოყებზე. პრიალი რომ აიცილოთ თავიდან, გამოიყენეთ საშრობი ქაღალდი, რომელსაც ნებისმიერ აფთიაქში შეიძენთ. იაფია, ამცირებს პრიალს და არ შლის მაკიაჟს. თან ატარეთ ისიც.

8. წაისვით თვალის მაკიაჟი. თვალის ჩრდილი რომ გამძლე იყოს, ჯერ წაისვით თვალის პრაიმერი. თვალის ბუნებრივი იერისთვის, გამოიყენეთ ბუნებრივი ფერი.
აიპრიხეთ წამწამები. დაახლოებით 15 წამის განმავლობაში თითო თვალზე.
წაისვით ოდნავ ვაზელინი წამწამებზე. ეს კვებავს და ატენიანებს, მოცულობითსა და გამძლეს ხდის მათ.  წაისვით წყალგამძლე მასკარა. დააცადეთ თითოეულ ფენას გაშრობა, რათა არ გაითხაპნოს.
წაისვით თვალის ლაინერი. თხევადი თუ ფანქარი, ზევით თუ ქვევით, მისი წასმა შეიძლება ბევრნაირად და ყველანაირად გამოიყურება სხვადასვანაირად თვალის ფორმის, ფერის და ზომის მიხედვით. ამაზე აუცილებლად უნდა იექსპერიმენტოთ.
შეიღებეთ წარბები წარბის პუდრით , თუ ისინი არ არის თანაბარი, შეარჩიეთ ფერი, რომელიც ახლოს არის თქვენი წარბის ფერთან. წაისვით წარბის გელი წარბის გასაჩერებლად.

9. დაიტენიათ  ტუჩები ჰიგიენური პომადით. გამოიყენეთ ტუჩის პრაიმერი ტუჩის ამოსავსებად და შემდეგ წაისვით ტუჩის ლაინერი, და შემდეგ უკვე პომადა იგივე ფერში და დაასრულეთ გლოსით, თუ საჭიროა.

10. სულ ეს არის.
რჩევები: სპონჯის გამოყენებისას, ოდნავ დაასველეთ ის, რათა ჭარბი პროდუქტით არ გაიჟღინთოს ის.
თუ თქვენი კანის ცხიმიანია ან ნაკლოვანებებით სავსე, მაინც ყოველთვის გამოიყენეთ დამატენიანებელი, რადგანაც კანის შესაძლოა აიქერცლოს მაკიაჟის მოშორებისას. ცხიმიანი კანისთვის, გამოიყენეთ წყალზე დამზადებული უცხიმო დამატენიანებელი. ნორმალურ ან მშრალ კანზე კი ჩვეულებრივი დამატენიანებელი.
წაისვით თვალის ჩრდილი ლაინერის წასმამდე.
ყოველთვის შეინარჩუნეთ ბუნებრივი ფერი და არასოდეს გამოიყენოთ მეტისმეტად ღია ან მუქი ფერი. ბაზა უნდა შეესაბამებოდეს თქვენს ბუნებრივ ფერს, გახსოვდეთ, რომ ზაფხულში თუ გარუჯული ხართ, უფრო მუქი ბაზა გამოიყენეთ.
თუ სახლში ხართ, არ გამოიყენოთ ბევრი მაკიაჟი, კანისთვის არ არის კარგი.
ბაზის შერჩევისას, ცოტა ხნით დაიტოვეთ კანზე, რათა ნახოთ თუ რამდენად ორთქლდება, თუ იღებს ღია ფერს.
გაფრთხილება:
თუ იყიდით ცხიმის შემცველ პროდუქტს, ამან შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი. სცადეთ უცხიმო მაკიაჟი.
წამწამების ასაპრეხმა შესაძლოა გამოიწვიოს წამწამების ცვენა, ამიტომ გადაჭარბებულად ნუ გამოიყენებთ მას.
რა დაგჭირდებათ:
გამწმენდი
დამატენიანებელი (SPF)
ბაზა პრაიმერი
კორექტორი
პუდრი
ფერ-უმარილი
ცხიმის საშრობი ქაღალდი
მასკარა
თვალის ლაინერი
თვალის ჩრდილი
ტუჩის ლაინერი
წარბის გელი
წარბის ჯაგრისი

ყველაფერი ზევით ჩამოთვლილის შეძენა შეგიძლიათ ონლაინ მაღაზია strawberrynet-ზე

No comments:

Post a Comment