10 ოქროს წესი, რომელიც დაგეხმარებათ კანის მოვლაში ყოველდღიურად




ზოგიერთი ჩვევა აუცილებელია, რათა იზრუნოთ თქვენს კანზე და გქონდეთ გამასხივოსნებელი კანის მთელი დღის განმავლობაში. როგორი ტიპის კანიც არ უნდა გქონდეთ, იხილეთ ათი ძირითადი ჩვევა, რაც უნდა გამოიმუშაოთ!

·         განსაკუთრებული ზრუნვა თითოეული კანის ტიპისთვის;
·         განსაკუთებული ყურადღება მიაქციეთ ნაზ ადგილებს
·         ნაზი გაწმენდა
·         აქერცვლა აუცილებელია
·         დატენიანება უმნიშვნელოვანესია
·         სასურველია ჰიპოალერგიული მაკიაჟი
·         მზისგან დაცვა
·         მოერიდეთ სტრესს
·         უყურადღებოდ არ დატოვოთ ტუჩები
·          
·          
·           
წესი 1

განსაკუთრებული ზრუნვა თითოეული კანის ტიპისთვის

 

იმისათვის, რომ ზრუნვოთ და მოუაროთ თქვენ კანს, პირველ რიგში, დარწმუნდით, აირჩიეთ სპეციალურად თქვენი კანის ტიპისთვის განკუთვნილი პროდუქტები. მშრალ კანს არ აქვს იგივე მოთხოვნები, რაც ცხიმოვან კანს.
წესი 2

განსაკუთებული ყურადღება მიაქციეთ ნაზ ადგილებს

 


თქვენი სახის ზოგიერთ ნაწილს (თვალის კონტური, ტუჩები, და ა.შ.) განსაკუთრებით თხელი, მყიფე კანი აქვს. მათ სჭირდებათ განსაკუთრებული ზრუნვა, განსაკუთრებით თვალის კონტურსა და ტუჩებს.  სახის ეს არე უფრო მგრძნობიარეა და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

წესი 3
ნაზი გაწმენდა

 

მგრძნობიარე კანის მოვლა იწყება მაკიაჟის მოხსნით. რათა არ დავაზიანოთ კანი და დავიცვათ მისი  ბუნებრივი ბალანსი, დარწმუნდით, რომ გამოიყენებთ pH-ნეიტრალურ მაკიაჟის მოსაშორებელს, რომელიც სპეციალურად დამზადებულია ეპიდერმისის ნაზად გასაწმენდად.

წესი 4


თვალის კონტურის კანი ათჯერ უფრო თხელია,  ვიდრე სახის დანარჩენი  კანი. აირჩიეთ განსაკუთრებულირუტინული ჩვევა  მაკიაჟის მოსაშორებლად ამ არეზე.  

წესი 5

აქერცვლა აუცილებელია

 

გამოიყენეთ შესაფერისი ასაქერცლი საშუალება ერთხელ ან ორჯერ კვირაში. ეს უნდა იყოს ეფექტური, თუმცა ნაზი და რბილი. აირჩიეთ pH-ნეიტრალური ასაქერცლი პროდუქტი, რომელიც დამარბილებელი და გამწმენდია და აგრეთვე დაიცავს მის ბუნებრივ ბალანსს.

წესი 6

დატენიანება უმნიშვნელოვანესია


დერმისი შედგება 70% წყლისაგან და ხოლო ეპიდერმისი, 15%. იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ კანის კარგად დატენიანება, მნიშვნელოვანია, რომ ავირჩიოთ ყოველდღიური დამატენიანებელი კანის მოვლის საშუალებები, რომლებიც დააბალანსებს წყლის დონის კანში. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატენიანებელი ნიღაბი რეგულარულად, მოიშორეთ მისი ჭარბი რაოდენობა წყლით.

წესი 7
სასურველია ჰიპოალერგიული მაკიაჟი

 


პროდუქტებთან დაკავშირებული ალერგიის რისკის თავიდან ასაცილებლად, რომლებიც არ შეეფერება თქვენს კანს, უმჯობესია აირჩიოთ ჰიპოალერგიული მაკიაჟი. ასეთ მაიაჟი სპეციალურად დამზადებულია ყველა ტიპის კანისა და თვალისთვის,  მგრძნობიარე კანისთვისაც კი.

წესი 8
მზისგან დაცვა



სეზონის მიუხედავად, აირჩიეთ ყოელდღიური კანის მოვლის პროდუქტი, რომელიც შეიცავს მზის ფილტრებს. ისინი ამცირებენ მზის მავნე ეფექტებს, რომელიც აჩქარებს კანის დაბერებას.

წესი 9
მოერიდეთ სტრესს


გამონაბოლქვი, კვამლი, სტრესი ... ამ ყველაერს აქვს მავნე ეფექტი კანზე. გამოიყენეთ კანის მოვლის პროდუქტები და დაიცავით კანი ამ ყოველდღიური სტრესისგან, სახლიდან გასვლამდე  და გაიწმინდეთ კანი საფუძვლიანად, როდესაც სახლში დაბრუნდებით საღამოს.

წესი 10

უყურადღებოდ არ დატოვოთ ტუჩები

 



როგორც კი იგრძნობთ საჭიროებას, გამოიყენეთ ტუჩის აღდმგენი კრემი. წაისვით რამდენჯერაც საჭიროა, განსაკუთრებით მყიფე არეზე. 

No comments:

Post a Comment