მარწყვის 25 ყველაზე სასარგებლო თვისება კანის, თმისა და ჯანმრთელობისთის



მადის აღმძვრელი, წვნიანი და გემრიელი...ჩვენ გვიყვარს მარწყვი ნაყინის, შეიკის, სმუზისა და სხვა დესერტების სახით. ეს კაშკაშა წითელი ფერის კონუსური ნაყოფი ვარდების ოჯახიდანაა და საუკუნეების განმავლობაში იზრდება ტყეში ველურად. მარწყვს არასწორად მიაკუთვნებენ კენკრის ჯგუფს. იგი ითვლება აქსესუარ ხილად, რადგანაც მისი ხორციანი ნაწილი არ არის წარმოქნილი კვერცხუჯრედიდან, არამედ  საცავიდან, რომელიც იკავებს კვერცხუჯრედებს. უფრო სწორად ეს არის რამდენიმე პატარა ხილის აგრეგატი, რომელთაგანაც თითოეული შეიცავს ერთ თესლიან მშრალ ხილს. ამგვარად, ეს არის ერთადერთი ხილი, რომლის თესლი ჩანს გარედან.


დღეს მარწყვი ფართოდ ხელმისაწვდომია და გამოიყენება ან ახალი ან როგორც სხვადასხვა საკვების ნაწილი, წვენებში, ნამცხვრებში, ნაყინში, ჯემებში, მილქ-შეიკებში და შოკოლადებში, მისი წვნიანი ტექსტურისა და სიტკბოს გამო. მარწყვის ექსტრაქტები გამოიყენება კონსერვანტებად სხვადასხვა პროდუქტებში. არსებობს სხვადასხვა ვარიაციები, რომლებიც განსხვავდება ზომით, ფორმით და ფერით. ზოგიერთი მარწყვის ნაყოფი არის მოთეთრო ან მოყვითალო ფერის. პატარა მარწყვს აქვს უფრო ძლიერი არომატი, ვიდრე დიდს, რომელიც, ზოგადად, უფრო წყლიანია. გარდა იმისა, რომ მარწყვი ძალიან გემრიელია, ის მდიდარია სასიცოცხლო მკვებავებით, ვიტამინებით, მინერალებით და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც სასარგებლოა ჯანმრთელობის, კანისა და თმისთვის. ქვემოთ იხილეთ მარწყვის სასარგებლო თვისებების სია თქვენთვის!
მარწყვის სასარგებლო თვისებები

 

მარწყვი: კანის სარგებელი

მარწყვი არა მხოლოდ აკმაყოფილებს თქვენს გემოვნებას, ის დადასტურებულად სილამაზის გამაძლიერებელი პროდუქტია, რომელსაც შეუძლია სასწაულების მოხდება თქვენს კანზე. მარწყვის ექსტრაქტები ხშირად გამოიყენება წამყვანი ბრენდების სილამაზის პროდუქტებში. მარწყვის მოხმარების გარდა, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენს კანზე, როგორც სახის ნიღაბი, სქრაბი ან ტონერი, რომელიც კანს ასხივოსნებს. ზოგიერთი მისი სარგებელი კანისთვის შემდეგია.

1. კანის შესანიშნავი გამწმენდი

მარწყვს გააჩნია უძლიერესი გაწმენდის თვისებები. მარწყვის ექსტრაქტები ხშირად გამოიყენება ინგრედიენტად კანის გამწმენდში, სახის დასაბან საშუალებებში, გამამხნევებელ ბუშტებიან აბაზანებში და გამაახალგაზრდავებელ სახის ნიღბებში, რადგანაც შეიცავენ ვიტამინს C, სალიცილის მჟავას, ანტიოქსიდანტებს და ამქერცლავებს. სალიცილის მჟავა აშორებს მკვდარ უჯრედებს სახეს, კრავს რა პორებს.. ელაგის მჟავა არის რა ანტიოქსიდანტი, ებრძვის კანის დაზიანებას და ინარჩუნებს მას  ახალგაზრდულსა და ხასხასას. ამგვარად, მარწყვი აშორებს კანს ჭუჭყს და არბილებს კანს, ისევე, როგორც აწყნარებს ალერგიას და სხვა გაღიზიანებას და იცავს გამონაბოლქვისაგან.

2. აუმჯობესებს კანს

მარწყვის წვენს გააჩნია კანის განათების თვისებები. ეს ეფექტურია ასაკობრივი ლაქებისა და ჭორფლის მოშორებისას. თქვენ შეგიძლიათ დაჭყლიტოთ ხილი და მისი წვენი განათავსეთ პატარა ჭიქაში. წაისვით წვენი მთელს სახეზე ბამბის ბურთით და ჩამოიბანეთ მოთბო წყლით 10 დან 15 წუთის შემდეგ.

3. კანის ტონერი

მარწყვი შეიძლება გამოყენებულ იქნას კანის ტონერად. დასრისეთ მარწყვი, მისი  ორი ჩ/კ მარწყვის წვენი შეურიეთ 50 მლ ვარდის წყალს და გაყინეთ. შეგიძლიათ წაისვათ ის თქვენი რეგულარული კანის ტონერის ნაცვლად, ნაოჭების, დაზიანებების შესაფერხებლად და კანის გასახალგაზრდავებლად. ეს წვენი ინახება 10 დღის განმავლობაში.

4. UV რადიაციისგან დაცვა

მარწყვი შეიცავს ელაგის მჟავას, რომელიც ადგილობრივად წასმისას იცავს კანს მზის ულტრა-იისფერი სხივებისგან, რომლებიც იწვევს კანის დაბერებას. 

5. დაბერების საწინააღმდეგო თვისებები

ვიტამინი C და სხვა ანტიოქსიდანტები, რომლებსაც შეიცავს მარწყვი აფერხებს თავისუფალი რადიკალებისგან გამოწვეულ დაზიანებას  კანზე და სხეულზე. თავისუფალი რადიკალები აჩქარებს დაბერების პროცესს და ვიტამინი C ეფექტურად ბლოკავს თავისუფალი რადიკალების დაზიანებას. შეგიძლიათ მოამზადოთ დაბერების საწინააღმდეგო სახის საშუალება შემდეგნაირად: შეურიეთ ჩაის კოვზი თაფლი და 2 ჩაის კოვზი რძის კრემი დასრესილ მარწყვს. წაისვით ეს მასა მთელს სახეზე და კისერზე და დაიტოვეთ 20 წუთით. დაიბანეთ სუფთა წყლით და შეიმშრალეთ. რადგანაც მარწყვს აქვს დაბერების საწინააღმდეგო თვისებები, ეს საშუალება იდეალურია ასაკოვანი კანის გასაახალგაზრდავებლად, შეამცირებს რა პორებს და ხაზებს, რაც გააახალგაზრდავებს კანს.

6აკნეს მკურნალობა

ვიტამინი C, ალფა ჰიდროქსი მჟავები (AHAs), სალიცილის მჟავა და ფლავონოიდები მარწყვში ხელს უწყობს აკნეს მკურნალობას და ამცირებს ცხიმს. ამგვარად, მარწყვის არის აკნეს საწინააღმდეგო პროდუქციაში და დამატენიანებლებში კომერციული ინგრედიენტი. ახალი მარწყვის ნიღბები ეფექტურია ადამიანებისათვის მშრალი, დაზიანებული ან აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის. თუ თქვენ გაქვთ აკნე, დასრისეთ 7- 8 მარწყვი და დაამატეთ 1 სუფრის კოვზი რძე. წაისვით ეს ნარევი სახეზე და ჩამოიბანეთ 10 დან 12 წუთის განმავლობაში. მარწყვის ეს საშუალება უნდა გაკეთდეს მინიმუმ კვირაში ორჯერ, რათა თავი დააღწიოთ აკნეს ბუნებრივი გზით.

7. ამცირებს თვალის უპეების შეშუპებას

რადგანაც მარწყვი შემკვრელი ინგრედიენტია ამცირებს შეშუპებას და წრეებს თვალის ქვეშ. ამიტომაც, დაჭერით მარწყვი თხელ ნაჭრებად. მოთავსდით გრილ ადგილას, დაიდეთ მარწყვის ნაჭრები თვალების ქვეშ და რელაქსაციისას 10 - 12 წუთის განმავლობაში. დაიბანეთ სახე ცივი წყლით და დაატენიანეთ ნაზად.

8. პიგმენტაციის მკურნალობა

გამდიდრებულია რა ელაგის მჟავით, მარწყვის საკვებად მიღება უდაოდ კურნავს მსუბუქ ჰიპერ-პიგმენტაციას, რომელიც გამოწვეულია UV სხივებისგან, აფერხებს რა მელანინის სინტეზს, ქიმიკატს, რომელიც კანს ანიჭებს ფერს.

9. კანის აღდგენა

ვიტამინი C მარწყვში ხელს უწყობს სხეულის ზრდას და აღდგენას მის ქსოვილებს, რადგანაც ჩართულია კოლაგენის, მნიშვნელოვანი პროტეინის მიღებაში, რომელიც ასე სჭირდება კანს და სხეულის სხვა ნაწილებს და ეხმარება ჭრილობების უფრო სწრაფად მოშუშებას . იხსნება რა წყალში, ეს ვიტამინი არ ინახება სხეულში და საკვები წყაროებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. 1 ჭიქა მარწყვი უზრუნველყოფს ვიტამინის C 100% რეკომენდებულ ყოველდღიურ დოზას (RDA), რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის დაზიანების აღდგენისას.

10. ეფექტური საკვები სქრაბი

მარწყვი ეფექტურია რბილი ფეხებისათვის, ნახეთქების გარეშე. შეგიძლიათ მოამზადოთ მარწყვის ფეხის სქრაბი: ჩასრისეთ 6-8 მარწყვი, და შეურიეთ რამდენიმე წვეთი გლიცერინი და დაფქვილი შვრია. ჩაყავით ფეხები თბილ წყალში 10 წუთით. შეშრობისას, რბილად შეიზილეთ ეს ნარევი და აიქერცლეთ მკვდარი უჯრედები და უხეში კანი. ჩამოიბანეთ გრილი წყლით და დაიტენიანეთ ფეხები ნებისმიერი ცივი კრემით ან ფეხის კრემით.

მარწყვი: სასარგებლო თვისებები თმისთვის

მარწყვი მდიდარია ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავებით, მაგნიუმით და სპილენძით, რომელიც ძირითადია ჯანსაღი თმისთვის.  ეს სასარგებლო იქნება თმისთვის შემდეგნაირად:

11. აფერხებს ალოპეციას და თმის შეთხელებას:

მარწყვი შეიცავს მაღალი შემცველობის ელაგის მჟავას, რომელიც იცავს თმას შეთხელებისგან ან ცვენისგან და შეიძლება იყოს ეფექტური ანდროგენეტიკური ალოპეციის შენელებაში. მარწყვი ასევე შეიცავს ფოლიუმის მჟავას, ვიტამინებს B5 და B6, რომელიც აფერხებს თმის ცვენას.

12. ხელს უწყობს აბრეშუმისებრ და მბზინავ თმას

მარწყვი თმას ჰმატებს ექსტრა ბზინვას.  ამ მიზნით, დასრისეთ 7- 8 მწიფე მარწყვი და დაამატეთ 1 სუფრის კოვზი მაიონეზი. აურიეთ ეს მარწყვის პიურე, რათა მიიღოთ პასტისებრი ნაზავი. წაისვით ეს პასტა თმაზე და სკალპზე და დაიხურეთ საშხაპე ქუდი მინიმუმ 15 დან 20 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თმიდას შამპუნი, როგორც ყოველთვის. ეს იმოქმედებს, როგორც ბუნებრივი კონდინციონერი და მყისიერად და ბუნებრივად გააბზინვარებს თმას.

13. ატენიანებს თმას

მარწყვი იცავს სკალპის უჯრედულ გარსს მისი ძლიერი ანტი-ოქსიდანტური ეფექტების გამო, ამგვარად აფერხებს ჰიდროფობიური ფენის წარმოქმნას ზედაპირზე, რომელიც იზოლირებას უკეთებს სკალპს წყალტან კონტაქტისას. წაისვით მარწყვის პიურესა და კვერცხის გულის ნაზავი სკალპზე. ეს არის თმის შესანიშნავი დამატენიანებელი.

14. ებრძვის ქერტლს

ქერტლის მოსაშორებლად მარწყვი შეიძლება შერეულ იქნას  სოკოს საწინააღმდეგო ეფექტების მქონე ფიტო-ქიმიკატებთან, როგორიცაა ჩაის ხის ზეთი ან ურცის ზეთი.

15. აფერხებს სოკოს ზრდას

მარწყვი მინერალების, როგორიცაა სპილენძი, მანგანუმი და მაგნიუმის, შესანიშნავი წყაროა. მანგანუმთან და სპილენძთან ერთად დიკარბოქსილური  მჟავები ქმნის კომპლექსს, რომელიც  აფერხებს სკალპზე სოკოს ზრდას.

16. მოქმედებს, როგორც ამქერცლავი

მარწყვისა და იოგურტის ან ფორთოხლის წვენის ნაზავი აძლიერებს ორივე კომპონენტის აქერცვლის ეფექტს, ქერცლავს რა თმის ფოლიკულებს.

მარწყვი: სასარგებლო თვისებები ჯანმრთელობისთვის 

17. მარწყვი ასტიმულირებს იმუნიტეტ:

მარწყვი მდიდარია ვიტამინით C. ჩვენ გვჭირდება ვიტამინის C მინიმალური დონე გარე წყაროებიდან ყოველდღიურად. ერთი თასი მარწყვი უზრუნველყოფს ვიტამინ C დღიურ ნორმას. C ვიტამინი მუშაობს თქვენი სხეულის შენარჩუნებაზე და ასევე ხელს უწყობს თქვენს იმუნიტეტს.

18. მარწყვი თვალებისთვის

რადგანაც მარწყვი გამდიდრებულია ვიტამინით C, ის იდეალურია თვალებისათვის. ასაკთან ერთად, ადამიანს აწუხებს კატარაქტა, რომელიც წარმოქმნის ღრუბელს თვალებზე, მაგრამ ეს შეიძლება თავიდან ავიცილოთ C ვიტამინის რეგულარული მიღებით. თვალებს სჭირდებათ C ვიტამინი, რომელიც იცავს მათ მზის სხივებისგან გამოწვეული თავისუფალი რადიკალებისგან. C ვიტამინის რეგულარული მიღება აძლიერებს თვალის რქოვანასა და ბადურას. თვალის პრობლემის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია  C ვიტამინით გამდიდარებული ბევრი ხილის მიღება, ვიდრე უბრალოდ ვიტამინ C დანამატისა.

19. მარწყვის ანთების საწინააღმდეგო თვისებები

მარწყვი შეიცავს ფენოლს, რომელიც დაგეხმარებათ ოსტეოართროზის, ასთმის და ათეროსკლეროზისას შეაფერხებს რა ციკლოოქსიგენაზს (COX). ისინი მუშაობენ ასპირინისა და იბუპროფენის მსგავსად გვერდითი მოვლენების გარეშე , როგორიცაა კუჭის და ნაწლავის სისხლდენა.

20. მარწყვი ქოლესტეროლისთვის

მარწყვი გამდიდრებულია მცენარეული ტიპის ფიტო-მკვებავებით, რომლებიც შეიცავენ დამცავ, დაავადების-საწინააღმდეგო კომპონენტებს. ეს ფენოლური შემადგენლობები პასუხისმგებელია ხილის ფერზე, გემოსა და სუნზე, რადგანაც ფენოლური შემადგენლობები ფლავონოიდები ძლიერია ანტი-ოქსიდანტებით. დამტკიცებულია, რომ ამცირებს კარდიოვასკულარული დაავადებების რისკს აფერხებს რა დაბალი სიხშირის ლიპო-პროტეინების ოქსიდაციას (LDL).

21. მარწყვი გულისთვის


ფენოლური შემადგენლობები აუმჯობესებს სისხლის ვენების ფუნქციას და ამცირებს სისხლის შედედებას. უკვე დადასტურებულია, რომ ფლავონოიდები ამცირებს ანთებით პროცესს ორგანიზმში და ეს იცავს გულს.კალიუმი მარწყვში აგრეთვე არეგულირებს არტერიულ წნევას.

22. მარწყვი ძვლის გასამაგრებლად

მარწყვი შეიცავს  მაგნიუმის დაახლოებით 21% და ხელს უწყობს ძვლების ჯანსაღად შენარჩუნებას აძლიერებს რა ძვლის სტრუქტურას.

23. მარწყვი კიბოს საწინააღმდეგოდ:

ვიტამინი C უკვე დადასტურებულად, აფერხებს კიბოს. უკვე ნამდვილად დადასტურდა,   რომ ფიტო ქიმიკატს სახელად ელაგის მჟავას, რომელიც შედის მარწყვში გააჩნია კიბოს საწინააღმდეგო თვისებები, ანუ იგი თრგუნავს კიბოს უჯრედების ზრდას.

24. მარწყვი ჯანმრთელი კანისთვის

მარწყვში შემავალი ვიტამინი C ინარჩუნებს კანის ელასტიურობას და აღადგენს ახალ უჯრედებს. აგრეთვე აახალგაზრდავებს კანს და ელაგის მჟავა აფერხებს ნაოჭებს.

25. მარწყვი გამდიდრებულია ბოჭკოებით:

მარწყვის სასარგებლო თვისებებს ემატება ისიც, რომ ის მდიდარია ბოჭკოებით. ეს კი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და აგრეთვე აფერხებს  ყაბზობას.  

როგორ ავარჩიოთ და შევინახოთ

არჩევა:  რადგანაც მარწყვი მალფუჭებადი უნდა შეძინოთ რამდენიმე დღით ადრე გამოყენებამდე. მარწყვიშეძენისას, აირჩიეთ ნათელი წითელი კენკრა, რომლებიც მკვრივია და ბუთქუნა, ხოლო მისი თავი ხელუხლებელი და მწვანე, არ არის მშრალი ან მოყავისფრო.
უფრო პატარა კენკრები ძირითადად ტკბილია და გემრიელი. რბილი, მოძველებული მარწყვი არ შეიძინოთ. რადგანაც მარწყვი არ მწიფდება მას შემდეგ, რაც მოიკრიფება, მოერიდეთ ყვითლად ან მწვანე ლაქებიან მარწყვს, რადგანაც ისინი ან ძველია, ან დამპალი. გადამწიფებულ მარწყვს გემოც ცუდი აქვს და ფორმაც. ორივე, გადამწიფებულიც და დაუმწიფებელი მარწყვიც შეიცავს ნაკლებ  ვიტამინს C და ფიტო-მკვებავს ოპტიმალურად მწიფე მარწყვთან შედარებით.
მარწყვი ასევე ხელმისაწვდომია დაფასოებული სახით კონტეინერებში. როდესაც ამ ფორმით შეიძენთ დარწმუნდით, რომ მარწყვი მეტისმეტად მჭიდროდ არ უყოს შეფუთული, რადგანაც ეს დაჭყლიტავს ან დააზიანებს მათ, აგრეთვე კონტეინერს არ უნდა ჰქონდეს რაიმე ლაქები ან ნესტი, რაც აგრეთვე გააფუჭებს მარწყვს. საერთოდ მარწყვი ხელმისაწვდომია მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ საუკეთესოა შუა ზაფხულში.

შენახვა: მარწყვი უნდა მიირთვათ მალევე შეძენიდან, და გარეცხვიდან. მარწყვს ფრთხილი მოვლა სჭირდება, შენახვისას, რადგან ისინი ძალიან სათუთია. სასურველია განთავსდეს ერთ ფენა ქაღალდზე  ჰერმეტულ კონტეინერ და ინახება მაცივარში 2- 3 დღის განმავლობაში.
დამპალი ან დაზიანებული მარწყვი უნდა მოაშოროთ, რადგან მათ შეიძლება გააფუჭონ სხვებიც. მარწყვი არ უნდა დარჩეს ოთახის ტემპერატურაზე ან მზეზე დიდი ხნის განმავლობაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაფუჭება.
მარწყვი ადვილად შეიძლება ადვილად გაიყინოს. გაყინვამდე, გარეცხეთ ნაზად და გააშრეთ. მოაშორეთ თავი და ყუნწი. დააწყვეთ ბრტყელ თეფშზე და შედეთ საყინულეში. როცა გაიყინება, მოათავსეთ ხრახნიან პარკში, ამოტუმბეთ ჰაერისგან და მოათავსეთ საყინულეში, სადაც მარწყვი შეიძლება შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. შეგიძლიათ ცოტაოდენი ლიმონი დაამატოთ ფერის შესანარჩუნებლად. მარწყვის გაყინვა შეიძლება მთლიანად ან დაჭერით, თუმცა მთლიანი მარწყვი მეტ ვიტამინ C ინარჩუნებს.

რჩევები გამოყენებისათვის (კვება/მომზადება)

მარწყვი ყველაზე ხშირად გამოიყენება დესერტში და ნაყინში. მათი ტკბილი და წვნიანი არომატის გამო მათ მირთმევა შეიძლება მთლიანის, ისევე როგორც სხვა ხილის. დღეს მათ ნაწილს სხვადასხვა რეცეპტები დაამატოთ არომატი. ქვემოთ მოცემულია რჩევები, თუ როგორ გამოიყენოთ ეს გემრიელი ხილი.
·         შეგიძლიათ მაშინვე მიირთვათ მარწყვი. მხოლოდ ჯერ გარეცხეთ გამდინარე წყალში და გაამშრალეთ ქაღალდით, სანამ სულ არ გაშრება. გარჩევის დროსაც შეგიძლიათ მიირთვათ.
·         მარწყვის ნაჭრები შეგიძლიათ დაამატოთ მწვანე სალათს, ეს არომატს გაამდიდრებს.
·         მარწყვის მუსი ყველაზე პოპულარული დესერტია..
·         დაჭრილი მარწყვი, მთლლიანი მოცვი და უბრალო იოგურტი ფენებად შეიძლება მოთავსდეს ფართო-ყელიან ჭიქაში. ეს იქნება სრულყოფილი დესერტი.
·         მარწყვი შეიძლება დაბლენდერდეს ფორთოხლის წვენთან ერთად, ეს შესანიშნავი სოუსი. ეს ხილი ასევე არაჩვეულებრივია საუზმედ, ასე უფრო სასარგებლოა.
·          მარწყვის ტორტიც შესანიშნავია, რომელშიც ფენად შეიძლება განთავსდეს ხილი კრემზე.  
·         მარწყვი არა მხოლოდ სრულყოფილი დესერტია, არამედ ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნას მთავარ კერძად, ასევე ქათმის და მარწყვის სალათი არაჩვეულებრივი მაგალითი, რომელიც აერთიანებს ტკბილ მარწყვ, გემრიელ ვინეგრეტს, ქათამ და მდიდარ ლურჯ ყველს.
·         მარწყვი შეიძლება იყოს პიცის ნაწილი. თქვენ შეგიძლიათ მარწყვი ფენად მოათავსოთ თქვენ საყვარელ პიცაზე რბილი ყველი ან მწვანილი ნაჭრებთან ერთად და ფისტასთან.
·         მარწყვისა-ავოკადოს სალსა ფანტასტიური და პიკანტური კერძია, რომელიც შეიძლება მიირთვათ შემწვარ ქათამთან ერთად.  
·         მარწყვი გამოიყენება არა მხოლოდ მუსი, შეიკებისა და სმუსის ინგრედიენტად. ისინი შეგიძლიათ დაამატოთ არომატისთვის ჩაიში,  ან დაამატოთ  ჭიქა მარწყვი მდუღარე წყალში. დააფარეთ და ასე დატოვეთ 5 წუთი. გაწურეთ ჩაი, დაამატ ყინულის კუბები და შაქარი. ეს გამაგრილებელი სასმელი შეიძლება მიირთვათ მარწყვთან ერთად

No comments:

Post a Comment