როგორც
ნამდვილი სასწაული, ყველაფერი ერთ პროდუქტში BB კრემები
ყველგან იყიდება ახლა და ყველასთვის ხელმისაწვდომია. მაგრამ როგორ
გამოიყენებთ BB კრემს (ან ნაკლოვანებების ბალზამი, როგორც მას აგრეთვე ეძახიან) სწორად,
და არის თუ არა რაიმე კონკრეტული ტექნიკა, რაც უნდა იცოდეთ? ჩვენ ვესაუბრეთ ცნობილ
დერმატოლოგს და „სელებრითების“ (ვარსკვლავების) ვიზაჟისტს ამის გასარკვევად. ყურადრებით წაიკითხეთ!
აზიაში პოპულარული, ძირითადი BB კრემები შეერთებულ შტატებში
მრავალფუნქციური დანიშნულების პროდუქციაა, რომლებიც მკურნალობს კანს, უზრუნველყოფს
მზისგან დაცვას და აგრეთვე ფუნქციონირებს, როგორც პრაიმერი და მსუბუქი-დაფარვის ბაზა,
აცხადებს New York / New Jersey-ის საბჭოს სერტიფიცირებული დერმატოლოგის დოქტორი
Rebecca Baxt-ი. ეს კრემები მოსახერხებელია იმ გაგებით, რომ მათ შეუძლიათ შეამოკლონ
თქვენი სილამაზის რუტინის რამდენიმე ეტაპი; ეს სასიამოვნო ახალი ამბავია ქალბატონებისათვის,
რომლებსაც დატვირთული გრაფიკი აქვთ, დასძენს ვარსკვლავების ვიზაჟისტი, Piper Cline
ანჯელო დავიდის სალონიდან. იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ როგორ უნდა წავისვათ BB კრემი
სწორად, უბრალოდ მიჰყევით ნაბიჯ-ნაბიჯ, ამ რჩევებს და საბოლოოდ თქვენი კანი გახდება
უზადო და უნაკლო.
დამატებითი რჩევა: გაქვთ ნორმალური მშრალი
კანი? სცადეთ გამოიყენოთ დამატენიანებელი ან შრატი BB კრემის
წასმამდე ექსტრა დატენიანებისთვის.
ნაბიჯი 1: შეიძინეთ თქვენთვის შესაფერისი
BB კრემი
რადგანაც ხელმისაწვდომია უამრავი ვარიანტები
და ჩრდილები, მნიშვნელოვანია, რომ ჯერ იპოვოთ BB კრემი, რომელიც შესაფერისია
თქვენთვის. ზოგიერთი მუშაობს კონკრეტულად კანის გათეთრებასა და განათებაზე, ზოგი
უფრო მეტად ფარავს და მაინც სხვები საუკეთესოა დაბერების საწინააღმდეგო საშუალებად.
კერძოდ, თუ თქვენ გაქვთ სახეზე დაზიანებები, უმჯობესია კრემი გამოყენებამდე წაუღოთ
დერმატოლოგს პროფესიული აზრისთვის. მათ ზუსტად ეცოდინებათ, ეს ეფექტური იქნება თუ არა, აღნიშნავს Baxt-ი. " BB
კრემის საუკეთესო თვისება ის არის, რომ ებრძვის ნაკლოვანებებს მასში შემავალი
აქტიური ინგრედიენტებით და კანის რა ძირითად პრობლემებს ეხება."
ნაბიჯი 2: დაიწყეთ
მხოლოდ ბარდის ზომის რაოდენობით
ტყუილად რომ ხარჯოთ პროდუქტის ბევრი
რაოდენობა, დაიწყეთ მხოლოდ ბარდის ზომის რაოდენობით. თითებით წაისვით პრობლემურ
არეზე, განსაკუთრებით თვალების ქვეშ, კლაინის აზრით. შემდეგ ნელ-ნელა შეიწილეთ
წრიული მოძრაობით.
ნაბიჯი 3: სრული დაფარვა ბაზის ფუნჯით
როდესაც დაფარავთ სახის პრობლემურ ადგილებს,
კლაინის რეკომენდაციით, ბაზის ფუნჯით წაისვით დანარჩენი პროდუქტი. დაიდეთ კრემი
ხელის ზედა ნაწილზე და ამოუსვით ბაზის ფუნჯი. თანაბრად გაინაწილეთ BB კრემი მთელს სახეზე.
ნაბიჯი 4: დაასრულეთ
პუდრით
ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რათა პროდუქტმა უკეთ გაძლოს, კლაინი
გვთავაზობს დასრულებისას გადაისვათ პუდრი. ესეც ასე, თქვენ მზად ხართ წასასვლელად!
No comments:
Post a Comment