Keratin Complex - აღმოჩენა ჩემი თმისთვის

უპირატესობა: მბზინავი და რბილი თმა, შესანიშნავი ფერი, შესამჩნევად გაასქელა თმა

ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე Keratin Complex-ის პროდუქციის შეძენა. ჩემი მეგობარი ძალიან აქებდა ამ ბრენდის მოვლის საშუალებებს, მაგრამ რატომღაც ვერ ვწყვეტდი ყიდვას - ძვირი მეჩვენებოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემმა თმის სტილისტმაც ძალიან აქო კერატინის კომპლექსის შამპუნები და კონდიციონერები, მე შევუკვეთე ეს პროდუქტი. როგორც წესი, მე ვუკვეთავ პროდუქციას strawberrynet.com-ზე და ამ დროსაც არ ვუღალატე ჩემს საყვარელ ონლაინ მაღაზიას. ამ საიტზე მცირედი ძებნის შემდეგ, მივაგენი, ამ ბრენდის პროდუქციის საკმაოდ დიდ არჩევანს.

დასაწყისისთვის, მე გადავწყვიტე, რომ შემეკვეთა ფერის  შესანარჩუნებელი შამპუნი და კონდიციონერი კერატინით. შედარებისთვის, გადავხედე სხვა საიტებსაც და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ფასები აქ ბევრად უჯეთესია. ახლა პროდუქტის შესახებ: პირველი რაც მომეწონა, არის - ნატრიუმისა და სულფატის არარსებობა მის შემადგენლობაში. მე უკვე კარგა ხანია ვცდილობ შევიძინო შამპუნები, რომლებიც არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს. გარდა ამისა, კერატინი გულისხმობს თმის გამდიდრებას კერატინით. აგრეთვე ფერის  დაცვაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მე - ქერა ვარ, და , როგორც წესი, შეღებვიდან ერთ თვეში თმის ფერი იწყებს გახუნებას და ჩნდება უსიამოვნო მოყვითალო ფერი თმაზე. ამიტომაც ვყიდულობ შეღებილი თმის საშუალებებს, რათა უზრუნველყოს თმის შეღებვის გრძელვადიანი შედეგი. ჩემი შთაბეჭდილება: თმის 5-7-ჯერ დაბანის შემდეგ უკვე დამაჯერებლად შემიძლია, ვთქვა, რომ შამპუნი და კონდიციონერი - სუპერია. შედეგმა გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს: თმა გახდა სქელი და მბზინავი. თმას ამდიდრებს კერატინით. ასევე ხდის მორჩილს, არ არის დაელექტროებული, ადვილად ივარცხნება; ფერი გახდა მდიდარი და ნათელი. კერატინის კომპლექსით შეღებვის შემდეგ ეფექტი ისეთია, როგორც თმის ლამინირება: თმას ხდის გლუვს, კარგად მოვლილს და სასიამოვნოა შეხებისას. ვფიქრობ, ახლა რთული იქნება თმის მოვლის სხვა  საშუალებებზე გადასვლა. 

No comments:

Post a Comment