როგორ გაიღიავოთ კანი


ბევრი ადამიან სურს, ჰქონდეს მსუბუქი, ნათელი, ჯანსაღი კანი. საბედნიეროდ, ბევრი რამ არსებობს,  რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, რათა ეფექტურად გაიღიავოთ კანი და მიიღ გლუვი, უნაკლო კანი. დავიწყო 1 ეტაპით და შევიტყოთ მეტი.


ეტაპები

კანის მოვლა
1
წაისვით მზისგან დამცავი ყოველდღე. მზემ შესაძლოა ზიანი მიაყენოს თქვენს კანს - დაწყებული ჭორფლითა და ყავისფერი ლაქებით, დამთავრებული დამწვრობითა და კანის კიბოთი დამთავრებული.
·         როდესაც გადიხართ UVA და UVB სხივებზე, თქვენი სხეული გამოიმუშავებს მელანინს, რაც თქვენი კანის გამუქებით გამოიხატება.
·         ამგვარად, თქვენი კანის გასაღიავებლად პირველ რიგში, რაც უნდა გააკეთოთ არის, რომ გამოიყენოთ მზისგან დამცავი ყოველდღე - მაშინაც კი, როცა არ ცხელა.
·         აგრეთვე კანი შეიძლება დაიცვათ თხელი, გრძელ-მკლავიანი ტანსაცმლით და ქუდით და სათვალით, თუ დიდხანს გიწევთ ყოფნა მზეზე.
2

რეგულარულად გაიწმინდეთ და აიქერცლეთ კანი. კანის კარგად მოვლაში იგულისხმება მკაცრი კანის მოვლის სქემა/რუტინა - კანის სრულყოფილად გაწმენდა, აქერცვლა და დატენიანება.
·         საფუძვლიანად გაიწმინდეთ კანი დღეში ორჯერ - დილით და ღამით. ეს კანს მოაშორებს ჭუჭყს და ცხიმს, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი, ნათელი კანისთვის.
·         კანი დაიტენიანეთ ისეთი პროდუქტით, რომელიც უხდება თქვენს კანს. თუ გაქვთ ცხიმიანი ან დაზიანებისადმი მიდრეკილი კანი, უნდა გამოიყენოთ მსუბუქი ლოსიონები, ხოლო ძალიან მშრალი კანით უმჯობესია გამოიყენოთ მსუყე კრემები.
·         აიქერცლეთ კვირაში რამდენჯერმე - ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც აშორებს მუქ, მკვდარ უჯრედებს და ხელს უწყობს ახალი, ღია ფერის კანის ზრდას. შეგიძლიათ აიქერცლოთ პატარა ნაწილაკების შემცველი პროდუქტით, ან რბილად გაიხეხეთ სახე სუფთა, ნოტიო ქსოვილით.

3

დალიეთ მეტი წყალი და დაიცავით ჯანსაღი დიეტა. წყლის სმა და ჯანსაღად კვება ჯადოსნურად ვერ გააღიავებს თქვენს კანს, მაგრამ ეს დაეხმარება კანს გაახალგაზრდავებაში.
·          კანის გაახალგაზრდავებისას, ძველი, პიგმენტირებული შრეები ქრება  და ახალი, ხასახასა კანი ჩნდება, რაც ანათებს  და ანათებს კანს. ბევრი წყლის დალევა აჩქარებს ამ პროცესს, ასე რომ აუცილებლად დალიეთ 6-დან 8 ჭიქა დღეში.
·          კარგი დიეტაც აგრეთვე ახასხასებს და აჯანსაღებს კანს ვიტამინებითა და მკვებავი კომპონენტებით ამდიდრებს რა კანს. სცადეთ მიირთვათ მეტი ახალი ხილი და ბოსტნეული (განსაკუთრებით, ისეთი რომლებშიც ბევრია ვიტამინები A, C და E) და თავი შეიკავეთ მაღალი კალორიების საკვებისგან.
·          აგრეთვე გაითვალისწინეთ ვიტამინების დანამატის მიღება, რომელიც შეიცავს ისეთ ინგრედიენტებს, როგორიცაა ყურძნის ექსტრაქტი (რომელიც გამდიდრებულია ანტი-ოქსიდანტური სასარგებლო თვისებებით) და სელის თესლი ან თევზის ზეთი, ორივე მათგანს შეიცავს ომეგა-3 და შესანიშნავია თმისთვის, კანისთვის და ფრჩხილებისთვის. 
4
თავი დაანებეთ მოწევას. ყველა იცის, რომ მოწევა მავნებელია ჯანმრთელობისთვის, თუმცა ყველამ არ იცის, თუ რა საფრთხე მოაქვს მას კანისთვის.
·         მოწევა მოქმედებს ნაადრევ დაბერებაზე, იწვევს რა წვრილ ხაზებსა და ნაოჭებს. ის აგრეთვე აფერხებს სისხლის მიმოქცევას სახეზე, აფერმკრთალებს ან ანაცრისფრებს მას. ამგვარად, თუ გსურთ ჯანსაღი, ღია ფერის კანი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც გააკეთებთ, იქნება თუ მოწევას თავს დაანებებთ. თავის დანებება მარტივი არ იქნება, მაგრამ თქვენი სხეული მადლობას გეტყვით.

მეთოდი 1 2-დან: პროდუქტებისა და სამკურნალო საშუალებების გამოყენება
1

სცადეთ კანის გამაღიავებელი კრემი. ბაზარზე არსებობს უამრავი კანის გასაღიავებელი კრემი, რომლებიც ყველა შეამცირებს მელანინს (პიგმენტს, რომელიც იწვევს გარუჯვას და მზის ლაქებს) კანზე.~
·          მოიძიეთ პროდუქტი, რომელიც შეიცავს ეფექტურ კანის გამაღიავებელ ინგრედიენტებს, როგორიცაა კოჯიკის მჟავა, გლიკოლის მჟავა, ალფა ჰიდროქსი მჟავები, ვიტამინი C  ან არბუტინი.
·          ასეთი პროდუქტები სრულიად უსაფრთხოა გამოსაყენებლად, მაგრამ დარწმუნდით, რომ იცავთ შეფუთვაზე მითითებულ ინსტრუქციებს და შეწყვიტოთ დაუყოვნებლივ, თუ თქვენს კანს ექნება ცუდი რეაქცია.
·          არასოდეს გამოიყენოთ კანის გასაღიავებელი კრემი, რომელიც შეიცავს  ვერცხლისწყალს. მასზე დამზადებული კრემები აკრძალულია აშშ-ში, მაგრამ კვლავ გამოიყენება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
2

გამოიყენეთ რეტინოიდები. რეტინოიდის კრემები დამზადებულია ვიტამინის A მჟავური ფორმით და ეფექტურად აღიავებს კანს აქერცვლისას და აჩქარებს უჯრედის გამომუსავებას.
·         რეტინოიდის კრემები არა მარტო აღიავებს  და აჩერებს გაუფერულებას, არამედ ისინი ეფექტურად არბილებს წვრილ ხაზებს და ნაოჭებს, აღიავებს და აახალგაზრდავებს კანს. დიდი კონცენტრაციით მას შეუძლია აკნეს გაქმენდაც.
·         რეტინოიდის კრემებმა შესაძლოა გამოიწვიოს სიმშრალე, სიწითლე და ქერცლები, მაგრამ ეს სიმპტომები უნდა ჩაცხრეს, როგორც კი კანი მიეჩვევა პროდუქტს. რეტინოიდები აგრეთვე მგრძნობიარეს ხდიან კანს მზის სხივებისგან, ამგვარად ეს კრემები უნდა წაისვათ მხოლოდ ღამით და აუცილებლად წაისვით დღისით მზისგან დამცავი. 
·         რეტინოიდები ხელმისაწვდომია მხოლოდ რეცეპტით, ასე რომ გჭირდებატ ვიზიტი დერმატოლოგთან, თუ გაინტერესებთ ეს მკურნალობა. თუმცა, რეტინოდის კრემის ნაკლებად ძლიერი ვერსია, ცნობილია როგორც რეტინოლი და ხელმისაწვდომია ბევრი პროდუქტის სახით. 
3

გაიკეთეთ ქიმიური პილინგი. ქიმიური პილინგი ძალიან ეფექტურია კანის გაღიავებისათვის. ეს პროცედურა მუშაობს ძლიერად პიგმენტირებული ან გაუფერულებული ზედა შრეების დაწვაზე, და წარმოქმნის ახალ, ღია-ფერის კანს. 
·         ქიმიური პილინგით, მჟავა ნივთიერება (როგორიცაა ალფა ჰიდროქი მჟავა) წაისმვით კანზე და  დაიტოვეთ 5-10 წუთით. პილინგმა შესაძლოა გამოიწვიოს ჩხვლეტის, გაღიზიანების ან წვის შეგრძნება კანზე, ხშირად აწითლებს და აშუპებს კანს რამდენიმე დღით პილინგის შემდეგ.
·         ქიმიური პილინგის სერიები (2-დან 4 კვირამდე) რეკომენდირებულია. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია მოერიდოთ მზეს და წაისვათ მზისგან დამცავი, რადგანაც თქვენი კანი მეტისმეტად მგრძნობიარეა. 
4
სცადეთ მიკროდერმაბრაზია. მიკროდერმაბრაზია კაკრგი ალტერნატივაა მათთვის, ვისაც მგრძნობიარე კანი აქვს მჟავის პილინგისა და კრემებისაკენ. ეს ძირითადად ქერცლავს კანს, აშორებს მოდუნებულ, მუქ შრეებს და ანათებს და ანახლებს კანს.
·         მკურნალობის განმავლობაში პატარა დახურული ვაკუუმი მოძრავი ბრილიანტის წვერით ისმევა კანზე. მკვდარი კანის უჯრედები იქერცლება და შეიწოვება ვაკუუმში.
·         პროცედურას სჭირდება დაახლოებით 15-20 წუთი, და 6-დან 12-მდე პროცედურაა საჭირო შესამჩნევი შედეგების მისაღწევად.
·         იწვევს მცირე სიწითლეს ან სიმშრალეს პროცედურის შემდეგ, მაგრამ ზოგადად დერმობრაზიას თითქმის არ აქვს გვერდითი ეფექტი.

მეთოდი 2: შინაური საშუალებების გამოყენება
1

სცადეთ ლიმონი წვენი. ლიმონის მჟავა ლიმონის წვენში არის ბუნებრივი მათეთრებელი აგენტი, რომელიც ხელს უწყობს კანის გაღიავებას. გამოყენება:
·         გამოწურეთ ლიმონის წვენი და  გაურიეთ წყალი. დაასველეთ ბამბა სითხით და წაისვით ლიმონის წვენი სახეზე, ან იმ ადგილებზე, რომლის გაღიავებაც გსურთ.
·         დაიტოვეთ ლიმონის წვენი კანზე 15-20 წუთით. ამ პერიოდში გარეთ ნუ გახვალთ, რადგანაც წვენი ჰიპერ-მგრძნობიარეს ხდის თქვენს კანს მზის სხივებისადმი.
·         ძლიერად ჩამოიბანეთ სახე, შემდეგ წაისვით კარგი დამატენიანებელი, რადგანაც ლიმონის წვენი აშრობს კანს. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში 2-3-ჯერ (არაუმეტესად) საუკეთესო შედეგებისათვის.
2

სცადეთ ქურქუმა. ქურქუმა არის ინდური სანელებელი, რომელიც გამოიყენებოდა კანის გამაღიავებლად ათასობით წლის წინათ. ითვლება, რომ ის აფერხებს მელანინის წარმოქმნას, რაც ამცირებს კანის გარუჯვას.
·         შეურიეთ ქურქუმა ცოტაოდენ ზეთს ხილის ზეთში და თურქული ბარდის ფქვილში, გააკეთეთ პასტის კონსისტენციის საშუალება. წაისვით პასტა კანზე  რბილის წრიული მოძრაობით. ეს ხელს შეუწყობს კანის აქერცვლას.
·         დაიტოვეთ ქურქუმას პასტა 15-20 წუთით ჩამობანამდე. ეს პასტა ოდნავ გააყვითლებს კანს, მაგრამ სწრაფად უნდა მოიშოროთ. 
·         გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში ერთხელ ან ორჯერ საუკეთესო შედეგებისათვის. ქურუქმას გამოყენება შეგიძლიათ ინდურ კერძებშიც.
3
უმი კარტოფილი. ითვლება, რომ უმ კარტოფილს აქვს რბილი მათეთრებელი თვისებები, ვიტამინი C შემადგენლობის გამო.  ვიტამინი C  გამოიყენება ბევრ მათეთრებელ პროდუქტში. გამოყენება:
·         უბრალოდ გაჭერით უმი კარტოფილი შუაზე და წაისვით კანის იმ ნაწილზე, რომლის გაღიავებაც გსურთ. დაიტოვეთ კარტოფილის წვენი კანზე 15-20 წუთით დაბანამდე. 
·         ეს პროცედურა კვირაში რამდენჯერმე უნდა წაისვათ მისი სასარგებლო შედეგების მისაღებად. კარტოფილის ნაცვლად შეგიძლიათ წაისვათ პომიდორი ან კიტრი, რადგანაც ეს ორივე საკვები შეიცავს  ვიტამინს C.
4
ალოე ვერა. ალოე ვერა ძალიან დამარბილებელი ნივთიერებაა, რომელიც ხსნის სიწითლეს და აფერმკრთალებს გაუფერულებას. ის არის აგრეთვე დამატენიანებელიც, რომელიც ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას. 
·         ალოე ვერას მცენარეს, მოატეხეთ მისი ფოთოლი და გელისებრი წვენი წაისვით კანზე.
·         ალოე ვერა ძალიან რბილია და ამიტომ აუცილებელი არ არის მისი ჩამობანა, თუმცა ალბათ გირჩევნიათ მოიშოროთ ის, თუ წებოვან შეგრძნებას დაგიტოვებთ.
5
ქოქოსის წყალი. ზოგიერთი ადამიანი აცხადებს, რომ ქოქოსის წყალი ფექტური კანის გამაღიავებელია და ასევე კანს ხდის ელასტიურს და გლუვს.
·         მის გამოსაყენებლად, უბრალოდ დაასველეთ ბამბა მის სითხეში და წაისვით იმ ადგილებზე, რომლეიც გსურთ რომ გააღიავოთ. ქოქოსის წყალი ძალიან ბუნებრივია და რბილი, და აუცილებელი არა რის მისი ჩამობანა.

·         შეგიძლიათ დალიოთ ქოქოსის წყალი, რაც ასტიმულირებს დაყენიანება და ზრდის რამდენიმე ძირითადი მინერალის მირებას. 

No comments:

Post a Comment