როგორ გავიქროთ შეშუპებული უპეები


გაღვიძებისას თვალები შეშუპებული გაქვთ? ასეთმა თვალებმა შესაძლოა დაღლილი და დასუსტებული იერი მოგცეთ. შეშუპებული თვალები ჩვეულებრივი ამბავია. თუ ამ რჩევებს გაიზიარებთ, შესაძლოა აღარც გქონდეთ. ეს მარტივია! უბრალოდ წაიკითხეთ ქვევით მოცემული.


რჩევები

1
მიიღეთ მეტი ძილი. გაათენეთ ღამე ბავშვის მოვლაში? ან იქნებ მუშაობდით? სთხოვეთ თქვენს ქმარს და ა.შ. დაგეხმაროთ ბავშვზე ზრუნვაში. სცადეთ ღამით მუშაობა მხოლოდ კვირაში ერთხელ ან ორჯერ, ან დაფიქრდით ასე ძალიან გჭირდებათ ღამით დამატებითი სამუშაო! თუ თქვენ უკვე მიიღებთ საკმარის ძილს, მაშინ ეს შეიძლება იყოს სითხის შეკავება, რომელიც თვალებ-ქვეშ  მიდის ღამით; ეს, როგორც წესი, მემკვიდრეობითია.

2



იკვებეთ ჯანსაღად. მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული! ბოსტნეული აუმჯობესებს მხედველობას და თვალებს ანათებს და ამშვენიერებს.

3

მიმართეთ მკურნალობას. უმიზეზოდ გიშუპდებათ უპეები? გადაამოწმეთ ექიმთან, რომელიც დაგინიშნავთ რაიმე კონკრეტულ მკურნალობას.

4

მოუარეთ კანს. კანის მოვლა უმნიშვნელოვანესია ჯანმრთელობისთვის. გაიწმინდეთ კანი რბილი საპნით ან დამატენიანებლით. ჩაიტარეთ ეს დღეში ორჯერ. დილით და ღამით!

5


ჩაის საფენები შეშუპებული უპეებისათვის. ეს შესამჩნევად დაგანახებთ სხვაობას. ამისათვის სულ მცირე რამ გჭირდებათ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთჯერადი მწვანე ჩაი, დააცადოთ გაგრილება, დაიდეთ თვალებზე დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. ეს მკვეთრად შეამცირებს უპეების შეშუპებას. 

No comments:

Post a Comment