როგორ გამოვიყენოთ სახის სქრაბი

სახის სქრაბის გამოყენება ამშვენიერებს, აახალგაზრდავებს და ასხივოსნებს კანს. ამ სასარგებლო თვისებებისთვის, თქვენ რეგულარულად უნდა გამოიყენოთ სახის სქრაბი. ეს დაგეხმარებათ, რომ მოიშოროთ ძველი კანის უჯრედები და ამით საშუალება მისცეთ ახალი კანის უჯრედების ამოსვლას. სქრაბით კანის გახეხვას ჰქვია აქერცვლა - ექსფოლიაცია. სახის სქრაბის გამოყენება ძალიან მარტივია და თუ ნორმალურად ჩაიტარებთ ამ პროცედურას, არ დააზიანებთ კანს. ამ სტატიაში შვეცდებით აგიხსნათ, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ სახის სქრაბი.

როგორ გამოვასწოროთ 8 გავრცელებული შეცდომა

იხილეთ და გამოსცადეთ თქვენს თავზე ეს უმარტივესი რჩევები, თუ როგორ გავუმკლავდეთ სილამაზის ყოველდღიურ  შეხდომებს.

მაკიაჟის 8 რჩევა სახის თხელი კონტურისთვის




სახის კონტური რომ თხელი გამოჩნდეს, წაისვით ჰაილაითერი ნაკვთებზე ცენტრში და კონტურის პერიმეტრზე, როგორც ამ ფოტოზე აქვს ჯესიკა ალბას.

როგორ წავისვათ მაკიაჟი ჩვეულებრივი შეხვედრისთვის

ჩვეულებრივი შეხვედრა/პაემანი ყოველთვის გასართობია, და ალბათ შესანიშნავ დროს გაატარებთ ერთად, რადგან ორივე კომფორტულად გრძნობთ თავს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, ოფლიანი და უმაკიაჟო უნდა გამოცხადდეთ ხოლმე ასეთ შეხვედრაზე.

რჩევები
1. დაინტენიანეთ სახე. არანაირი მძიმე პროდუქტი, უბრალოდ დარწმუნდით, რომ თქვენი სახე არ გამოიყურება მშრალად და ქერცლიანად.  

უპეების მუქი წრეები: მათი მიზეზები და როგორ დავაღწიოთ მათ თავი

დერმატოლოგების აზრით, უპეების მუქი წრეები კანის კიდევ ერთი მეტად გავრცელებული ცუდი მდგომარეობაა - აკნეს შემდეგ. არც თუ ისე იშვიათია, რომ დილით გაღვიძებულებს ღამით ცუდად გამოძინების  შემდეგ, სარკეში ჩახედვისას მოლურჯო უპეები გვესალმება. თუმცა, პიგმენტაციის პრობლემები არ არის მხოლოდ ძილის ნაკლებობით გამოწვეული.

აქ ჩამოთვლილია რამდენიმე ფაქტი, გარდა ძილის ნაკლებობით გამოწვეული წრეებისა და აგრეთვე გზები მათ აღმოსაფხვრელად....

7 რამ, რასაც მამაკაცები ამჩნევენ ქალებში ერთი შეხედვით


 ქალებმა ყოველთვის იციან, თუ როგორ გამოიყურებიან და რომ მას მამაკაცები უყურებენ. თუმცა ცოტა დაბნეულები არიან იმის შესახებ, თუ რა დაიკავონ ხელში, რომ უფრო მეტი ღფრთოვანება და ყურადღება დაიმსახურონ მამაკაცებისგან. მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ მამაკაცები საკმაოდ გამჭვირვალენი არიან და  თუ უფრო ყურადღებით დააკვირდებით მათ, ადვილად შენიშნავთ, თუ რას უფრო ამჩნევენ ისინი ქალში. ქალების უმრავლესობას მიაჩნია, რომ  მამაკაცები მათში ამჩნევენ ფიზიკურ სილამაზეს და ნაკვთებს, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით ყველა მამაკაცზე.  ზოგიერთი არ იხიბლება მხოლოდ მანდილოსნის ფიზიკური სილამაზით.
ქვევით ჩამოთვლილია, რასაც მამაკაცები ყველაზე მეტად ამჩნევენ  ქალში ერთი შეხედვით

როგორ ვიყოთ ფოტოგენური: 25 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ბრწყინვალედ გამოხვიდეთ ფოტოებზე


ხშირად სახიფათოა პოტენციურად უხერხული ოჯახური ფოტოების,  არასახარბიელო ჯგუფური სურათებისა და სხვა ფოტოების გადაღება, რომლებზეც მოგვიანებით გსურთ, რომ ან არ ჩანდეთ ან ბევრმა არ ნახოს და გააუქმოთ თქვენი მონიშვნა. მაშინაც კი, როდესაც მოგწონთ, თუ როგორ გამოიყურებით სინამდვილეში, ხშირად გამოცდილებაა საჭირო იმისათვის, რომ თქვენი რეალური სილამაზე გადაიცეს კამერაზეც. იყო ფოტოგენური, არის უნარი, რომლის დაუფლებაც შესაძლებელია. ქვევით მოცემულია, რამდენიმე ჩვენი უსაყვარლესი რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ გარეთ გამოიტანოთ თქვენი შინაგანი ჟიზელი.
1. თუ მიდრეკილი ხართ, რომ ფოტოებში თვალს ხუჭავთ, დახუჭეთ თვალი ფოტოს გადაღებამდე და გაახილეთ ნელა, სანამ კამერა გადაიღებს. დაუჯერეთ ამ რჩევას და აღარასოდეს აღმოჩნდებით ნახევრად-დახუჭული თვალებით ფოტოზე!
2. ორმაგი ნიკაპის თავიდან ასაცილებლად, დაიგრძელეთ კისერი და ოდნავ წინ წასწიეთ სახე. შეეცადეთ წამოსწიოთ შუბლი და ჩამოსწიეთ ოდნავ ქვევით ნიკაპი. თავს ალბათ საშინლად იგრძნობთ, მაგრამ ფოტოზე შესანიშნავად გამოხვალთ - გპირდებით.
3. დარწმუნდით, რომ თქვენი მაკიაჟი სრულყოფილია, ამბობს ცნობილი ვიზაჟისტი ფიონა სთაილსი, რომელმაც მოამზადა ყველა ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე გასასვლელად, დაწყებული ჰოლი ბერიდან და ჯესიკა ჩესტენით დამთავრებული. „როდესაც ბაზა მეტისმეტად ფერმკრთალია თქვენი კანის ტონისთვის, ეს აშკარად ჩანს, როდესაც აპარატის „ვსპიშკა“ გაანათებს კანს“. ის გვირჩევს - „შეუხამეთ თქვენი კანი მკერდის კანს და დაიმატეთ თხელი ფენა კისერზეც, თუ კისერი უფრო ფერმკრთალია (როგორც აქვს უმრავლესობას).
4. აპრეხილი წამწამები და მასკარა აუცილებელია, დაჟინებით ამბობს სთაილსი. „გაახილეთ ორივე თვალი, რადგანაც თვალები სურათის ცენტრალური ნაწილია. რაც უფრო დიდზეა თვალი ღია, უფრო მეტი სინათლე ჭრის თვალს და  სწორედ ეს არის თვალის ციმციმის მიზეზი!
5. თვალი გადაავლეთ თქვენს საყვარელ ფოტოებს და შეეცადეთ გამოარჩიოთ ნიმუში. რომელი კუთხიდან გადაღებული მოგწონთ თქვენი თავი? როცა იღიმებით ან რაიმე განსაკუთრებულ პოზაში? შეეცადეთ გაიმეოროთ და მიბაძოთ თქვენს საუკეთესო პოზებს შემდეგში ფოტოს გადაღებისას.
6. სცადეთ წითელი ხალიჩის ძველი სკოლის ფოკუსი: გაღიმებისას, განათავსეთ ენა კბილების უკან, რათა თავიდან აიცილოთ სულელური, ძალიან ფართო ღიმილი.
7.ამოავსეთ სიცარიელე წარბებში. თქვენი წარბები გამოხატავენ არა მარტო თქვენს ხასიათსა და ემოციებს, არამედ ისინი ხშირად აჩვენებენ განსხვავებას კარგად გაღვიძებულსა და გახუნებულს. შეგიძლიათ გამოიყენოთ წარბის ოდნავ მუქი ფანქარიც კი, თუ  იცით, რომ სურათს გადაიღებთ, რადგანაც ფოტოზე ნაკვთები უფრო ღია ჩანს.
8. დარწმუნდით, რომ თქვენი თმა ბზინავს. „მბზინავი სპრეი შესანიშნავია თმის გასაბზინვარებლად“. ამბობს ნორმანტი, ცნობილი თმის სტილისტი, რომელიც მუშაობდა ჯულია რობერთსთან, ჯულიანა მურთან და სარა ჯესიკა პარკერთან. მისი რეკომენდაციით, მშრალი ზეთი/სპრეი შექმნის ასეთ ეფექტს.  

9. ფოტოში შესაძლოა განათდეს თმის გამოწეული ღერები, ამიტომ დარწმუნდით, რომ თმის ვარცხნილობა გლუვი გქონდეთ. „კარგი ლაქი ან მშრალი ზეთი გამოგადგებათ, მაგრამ წაისვით ოდნავ“, გვირჩევს  ნორმანტი. „თუ გეშინიათ ბევრი ზეთის წასმა, შეისხით ხელებზე და შემდეგ მსუბუქად შეეცადეთ დაარეგულიროთ გაწეწილი ღერები“.
 10. გაიხედეთ სინათლის მიმართულებით, სანამ ვინმე დააჩხაკუნებს ფოტო-აპარატს. ეს შეკუმშავს თვალის გუგებს და თავიდან აიცილებთ წითელ თვალებს.
11. ფოტო-გადაღების სურპრიზი? სცადეთ ეს ხუთ-წუთიანი მომზადება: შეიშრეთ სახე ქაღალდის ცხვირსახოცით ან ერთფენა საწმენდით, შემდეგ გაივარდისფრეთ ლოყები ჩქმეტით (დიახ, ძველი სკოლაა, მაგრამ რას იზავთ, მუშაობს).
12. Visine-ის რამდენიმე წვეთი თქვენს თვალს გახდის მკაფიოს და ნათელს.
13. ფერ-უმარილი აუცილებელია! უფერული ლოყები სახეს გახდის ორ-განზომილებიანს ფოტოებზე. გამოიყენეთ საშუალო ვარდისფერი ჩრდილი ლოყის ორმოებზე, რაც ხელს შეუწყობს სახის ფორმის განსაზღვრას.  
14. იმუშავეთ კუთხეებზე. კამერის წინ პირდაპირ დგომა ხშირად  არც თუ ისე სასიამოვნოა, ამიტომ თავი ოდნავ სამი-მეოთხედით მაინც მიატრიალეთ ნაკვთების გამოსაკვეთად.
15. მიიღეთ „წითელი ხალიჩის“ პოზა: შემოიდეთ ხელი თეძოზე, მიტრიალდით სხეულით გვერდზე და თავი მიაბრუნეთ კამერისკენ. ეს კლიშეა, მაგრამ სიმართლეა და ნამდვილად უფრო თხელს გამოგაჩენთ.

 16. მოერიდეთ მეტისმეტად ბზინვას სახეზე. „ნებისმიერი რამ ძალიან მბზინავი კანზე, მეტისმეტი გამოვა ფოტოზე“, ამბობს სთაილზი. „ნაზი კაშკაში მშვენიერია სახეზე, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ ცხიმიანი კანი, ეს ნამდვილად გადაამეტებს ბზინვას და მეტისმეტად გაგაპრიალებთ. თუ თქვენი კანი მიდრეკილია პრიალისკენ, შეინარჩუნეთ სახე მქრქალი ან ნახევრად-მქრქალი (ხავერდოვანი შედეგით). დაამატეთ ცოტაოდენი ჰაილაითერი ყვრიმალების წვერზე და ცხვირის ხიდზე წაისვით პუდრი ჰაილაითერი, რომელსაც აქვს ძალიან მსუბუქი ბზინვა“. 
17. მეორეს მხრივ, ოდნავი სიკაშკაშე კისრის ქვევით მიანიჭებს კანს საუცხოო ბზინვას. შეიყარეთ მბზინავი  პუდრი ლავიწის ძვალზე და მხრებზე, როგორიცაა Chanel Natural Finish Loose Powder ($66,50) სრულყოფილი შედეგით.
18. დადექით თეთრი კედლის წინ. ღია ფერის ფონი გაანათებს თქვენს სახეს. თეთრი ფონი ასევე ეხმარება კამერის ავტომატურ პარამეტრებს იპოვოს ფერთა სწორი ბალანსი, ასე რომ თქვენი კანის ტონი არ იქნება ძალიან ვარდისფერი ან ყვითელი.
 19. წაისვით ღია ფერის პომადა. „მუქ პომადას ექნება შესამცირებელი ეფექტი ტუჩებზე.“ ამბობს სთაილზი. „მოერიდეთ მუქ მქრქალ ფერს. ეს ჰმატებს ასაკს. გამოიყენეთ უფრო ღია ფერები“.
20. გადაიღეთ ბევრი ფოტოები! ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ არაფოტოგენურები არიან ზოგადად იღებენ ცოტა ფოტოებს, მაგრამ ფოტოგრაფია ყველაფერი გამოცდილებაა. ქეით მოსსაც კი არ გამოსდიოდა თავიდანვე. რაც უფრო მეტ ფოტოებს იღებთ, უფრო თავისუფლად და უკეთ გამოხვალთ ფოტოებზე.
21. ზევიდან გადაღებული ფოტო უფრო კარგი გამოდის, ვიდრე ქვევიდან. თუ უფრო მაღალი ხართ, ვიდრე ის, ვინც იღებს ფოტოს, სჯობს, დაჯდეთ.
22. მოერიდეთ პირდაპირ შუქზე დგომას. ეს უცნაურ ჩრდილებს წარმოქმნის თქვენს სახეზე. მაგრამ დადექით სახით ბუნებრივი სინათლის წინ, როგორიცაა ფანჯარა ან სადმე სადაც შუქი არტყავს თქვენს სახეს გვერდიდან.
23. დაიკავეთ ხელში რაიმე - სასურველია წითელი არა. რაიმე ნივთის დაჭერა, როგორიცაა ყვავილი ან რაიმე დეკორაცია, უფრო თავისუფალს გახდის თქვენს პოზას და ინდივიდუალობას შეჰმატებს ფოტოს.
24. თვალები რომ  გიკაშკაშებდეთ, შეხედეთ სინათლის წყაროს. ჭაღს ან განათებულ ნაძვის ხეს, რაც სასიამოვნო ანარეკლს მიანიჭებს თქვენს თვალებს.
25. დაივიწყეთ “cheese,” და ამის ნაცვლად მოიფიქრეთ რაიმე სასაცილო. გაეხუმრეთ ფოტოგრაფს. ბუნებრივი ღიმილი ყოველთვის სჯობს ყალბს.


8 რჩევა შესანიშნავი ხელებისათვის

ნუ მისცემთ უსწორმასწორო ან დამსკდარ კანს საშუალებას დააზიანოს თქვენი არაჩვეულებრივი ფრჩხილების იერი
ხელისა და ფრჩხილის მოვლის ამ უმარტივესი რჩევებით, შეძლებთ შეინარჩუნოთ ფრჩხილებისა და კუტიკულების საუცხოო ეფექტი.

როგორ წავისვათ მაკიაჟი ცხიმიან კანზე


ადამიანების უმეტესობას აქვს ცხიმიანი კანი და ცხიმიანი კანის გამო აქვთ გამონაყარი და კანის სხვა ნაკლოვანებები. თუ თქვენ გაქვთ ასეთი კანი, არ ინერვიულოთ, ქვევით გთავაზობთ რამდენიმე გზას, თუ როგორ წაისვათ მაკიაჟი ცხიმიან კანზე.

10 შესანიშნავი და უმარტივესი გზა თქვენი ფანტასტიური იერისათვის სადღესასწაულო წვეულებებზე

თუ წინ დიდი რაოდენობით სადღესასწაულო წვეულებები იგეგმება, ნამდვილად დაგჭირდებათ შთაგონება სხვადასხვა იერის შესაქმნელად.  სცადეთ ეს მარტივი გზები უსასრულო ვარიანტებისთვის. 

რა სუნამო გამოვიყენოთ

სუნამო, რომელიც ნამდვილად თქვენია ქმნის თქვენ სტილს -  გმატებთ თავდაჯერებულობას -  დამატებით სტიმულს. შესაძლოა ესა თუ ის სურნელი მართლა თქვენი იყოს, მაგრამ თუ ის არასწორად იქნება გამოყენებული შეიძლება მაინც არ მოგიხდეთ.

რჩევები კანის მოვლის შესახებ ფეხმძიმობისას



თითქმის ყველა ქალი ელის, რომ  ქნება საუცხოო და გასხივოსნებული კანი ფეხმძიმობისას. სამწუხაროდ, ეს არ არის ყოველთვის ასე. რადგანაც კანის სიკაშკაშე დაკავშირებულია ფეხმძიმობასთან, ხოლო ორსულობისას ქალის სხეული განიცდის ჰორმონალურ ცვლილებებს, სხვადასხვა რეაქციებს უნდა ველოდოთ. ზოგიერთ ქალს შეიძლება ჰქონდეს გამონაყარი მთელი ფეხმძიმობისას, ხოლო ზოგიერთ მათგანს კი შეიძლება ჰქონდეს აკნე მხოლოდ პირველ ტრიმესტრში. ზოგიერთ ქალს ასევე აწუხებს კანის სიმშრალე.  თუ თქვენ ორსულად ხართ და გსურთ, რომ შეინარჩუნოთ შესანიშნავი კანი მთელი ფეხმძიმობისას მნიშვნელოვანია, რომ  კანის რუტინული პროცედურები ჩაიტაროთ. შემდეგი რჩევები დაგეხმარებათ, რომ გქონდეთ საუცხოო ფეხმძიმობის სიკაშკაშე:

ოქროს რჩევები ბავშვის კანის მოსავლელად


  •  ბავშვებს მგრძნობიარე კანი აქვთ, რომელიც ადვილად შრება. ზოგიერთი მშობელი ყოველდღე აბანავებს ბავშვს, მაგრამ ბავშვების უმრავლესობისათვის, განსაკუთრებით კი ჩვილებისათვის,  მხოლოდ რამდენიმე დღეში ერთხელ ბანაობაც საკმარისია. აბაზანებს შორის, მშობლებმა უნდა იზრუნონ, რომ ბავშვის სახე და ტანი სუფთად შეინარჩუნონ. ჩვილებისათვის აბაზანა შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ რაც ჭიპი მოძვრებათ, რასაც დაბადებიდან გარკვეული პერიოდი სჭირდება.  


10 რჩევა როგორ მოვუაროთ კბილებს

პირის ღრუს კარგი ჰიგიენა და რეგულარული ვიზიტები სტომატოლოგთან ხელს უწყობს ჯანსაღი კბილებისა და ღრძილების შენარჩუნებას. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რაც დაგეხმარებათ კბილების მოვლაში.

თმის მოვლის რჩევები მამაკაცებისთვის

ყოველთვის ცოტა სასაცილოდ მეჩვენება "ჯანსაღი თმის" პროდუქციის რეკლამები და განცხადებები. არ არსებობს ჯანსაღი თმ. თმ ფაქტიურად არის ცილ და კერატინი, სისხლით მომარაგების და ნერვული სისტემის გარეშე და არ აქვს რეპარაციული თვისებები. თმა არ არის ცოცხალი, ამიტომ ვერ იქნება ჯანსაღი. თმის შესახებ უმჯობესია, გამოიყენოთ ტერმინი "კარგად შენარჩუნება". თუ თმა დაზიანდა, ერთადერთი გზა თმის აღსადგენად არის დაზიანებული თმის სიგრძის მოჭრა. რა თქმა უნდა, ჯანსაღი იერის მქონე თმისათვის უნდა დავიწყოთ  თმის შეჭრით, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. თქვენი მანქანის მსგავსად, თქვენ თმასაც სჭირდება შენარჩუნება, რათა შენარჩუნოს ძალა, ელასტიურობა, და ბზინვა.

10 რჩევა ცელულიტის მოსაშორებლად

ცელულიტის საწინააღმდეგო საშუალება No.1: კარდიო ვარჯიშები

დადასტურებულია, რომ კარდიო-ვარჯიშები ეხმარება ცელულიტის თავიდან მოსაშორებლად, ზომის მიუხედავად. გააკეთეთ ვარჯიშები, რომლებიც მიმართულია დუნდულებზე, თეძოსა დ ბარძაყებზე. ფეხით სიარული, ველოსპორტი და სირბილი შესანიშნავია ამისთვის.

ტანის მოვლის ტოპ რჩევები

მოუარეთ ხელებს
მოუარეთ ხელებს არაჩვეულებრივი და მარტივი პროცედურით: რამდენიმე კვირაში ერთხელ შეიზილეთ ხელებზე შაქრისა და ბავშვის ზეთის ნაზავი. შაქარი აქერცლავს, ხოლო ზეთი კი დაატენიანებს გამოშრალ კანს და ხელებს არაჩვეულებრივად დაარბილებს. ყოველდღიურად ხელის დატენიანებაც ძალიან მნიშვნელოვანია. არ დაივიწყოთ ხარისხიანი ხელის კრემი თქვენს ჩანთაში, რათა მუდმივად რბილი, დატენიანებული და სურნელოვანი გქონდეთ ხელები.

ჩვენ გირჩევთ:

ჟურლიკის ჟასმინის ხელის კრემი 

ლა პრერი უჯრედოვანი ხელის კრემი 

ანა სუი ვარდის ხელის კრემი