თმის გასწორებამ ფაქტიურად გადაწერა მოდის
წიგნი. თმის გასასწორებელი პროდუქტები ძალიან მოთხოვნადია. მაგრამ ქიმიკატები, რომლებიც,
ძირითადად, გამოიყენება თმის გასასწორებლად, თავიანთ გავლენას ტოვებენ თქვენი თმის ჯანმრთელობაზე.
აქედან გამომდინარე, თმის გასასწორებელი ბუნებრივი პროდუქცია გახდა ახალი პერსპექტივა.უამრავი
ასეთი ნაწარმია თქვენს სამზარეულოში, ამ პროდუქტების რეგულარული გამოყენება თქვენს
თმას არბილებს და ასწორებს. მოდით, ვნახოთ თმის გასასწორებელი რამდენიმე ბუნებრივი
ინგრედიენტები, რომელიც დაგეხმარებათ თმის გასწორებაში სახლში:
დაბერების საწინააღმდეგო საუკეთესო საკვები - ჩვენი ტოპ 10
ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენ ვამჩნევთ დაბერების ნიშნებს პირველად ჩვენი სახის კანზე. წვრილი ხაზები და ნაოჭები, თვალის ნაკეცები და სიცილის ხაზები ასაკში შესვლის ყველაზე გავრცელებული ნიშნებია. თუმცა არსებობს სხვადასხვა გზები ასაკობრივ ნიშნებთან საბრძოლველად და კარგი საკვების მიღება ნამდვილად უნდა იყოს პრიორიტეტი.
სილამაზის 15 რჩევა მცენარეული საშუალებებით კანის გასხივოსნებისთვის
გასხივოსნებული კანი არის
უდიდესი ოცნება ყველა ქალისთვის! და მასთან დაკავშირებული სიგიჟე ისეთია, რომ ჩვენ
ვცდით ყველა პროდუქტს, რომელმაც შესაძლოა გაასხივოსნოს კანი. ჩვენ აბსოლუტურად ვაიგნორებთ,
რომ გასხივოსნებული კანი არის ჩვენი ჯანსაღი კანის გამოხატულება. ხოლო ჯანსაღი
კანი ერთადერთი ჭეშმარიტი გამძლე გზაა გამასხივოსნებელი კანისკენ. შეფუთული
პროდუქცია მუშაობს ჩვენს გარე გამომეტყველებაზე მხოლოდ და ქიმიურად აქტიური
პროდუქცია, რომელიც ნამდვილად არ არის სასარგებლო გრძელვადიან პერსპექტივაში. ასე
რომ, გამოიყენეთ მცენარეული საშუალებები! ეს სილამაზის მცენარეული რჩევები გასხივოსნებული
კანისთვის არის პროდუქტები, რომლის დამზადებაც შეგიძლიათ თქვენ თვითონვე თქვენს
საკუთარ სამზარეულოში! და ისინი სასწაულებს ახდენენ გრძელვადიან პერსპექტივაში.
გრძელვადიანი შედეგები და თანაც იაფად, კიდევ რა შეიძლება გსურდეთ?
მოდით დავიწყოთ ინგრედიენტებით და სახის პაკეტებით,
რომლებიც საუკეთესო მცენარეული რჩევებია გამასხივოსნებელი კანისთვის.
ეტაპი 1: ყურძენი:
სახის
გასასხივოსნებლად აიღეთ რამდენიმე ყურძენი და შეიზილეთ სახეზე. ან პაკეტში მოათავსეთ
დაჭყლეტილი ყურძენი.
ეტაპი 2: კიტრის წვენი, გლიცერინი და ვარდის წყალი:
კიტრის
წვენის, გლიცერინისა და ვარდის წყლის ნაზავი მეტად ეფექტურია. წაისვით ეს ნაზავი
სახეზე მზეზე გასვლამდე და მზის პროცედურის შემდეგ.
ეტაპი 3: სანდლის ტყე, კიტრისუნა და რძე:
დაამზადეთ
თხელი პასტა სანდლის ტყის ფხვნილისგან, ცოტაოდენი კიტრისუნასგან და რძისგან.
წაისვით ეს ნაზავი სახეზე, დაიტოვეთ რამდენიმე წუთით და მიიღებთ ბუნებრივად
გასხივოსნებულ და ხასხასა სახეს.
ეტაპი 4: თაფლი და კრემი:
თაფლისა და კრემის ნაზავი არბილებს და ასხივოსნებს
კანს, განსაკუთრებით ზამთარში.
ეტაპი 5: ახალი რძე, მარილი და ლაიმის წვენი:
აიღეთ
ცოტაოდენი ახალი რძე, დაამატეთ მწიკვი მარილი და ცოტაოდენი ლაიმის წვენი, ეს
ასუფთავებს და ხსნის კანის პორებს.
ეტაპი 6: პომიდორი წვენი:
პომიდორის
წვენი შეურიეთ ლიმონის წვენს, ეს არბილებს და ასხივოსნებს
ეტაპი 7: კიტრისუნას
ფხვნილი, შვრიის ფქვილი და ქუნჯუთის ზეთი:
დაამზადეთ პასტა კიტრისუნას ფხვნილისგან,
შვრიის ფქვილისგან და ქუნჯუთის ზეთისგან. წაისვით ეს კანზე და მოიშორეთ არა სასურველი
თმა.
ეტაპი 8: კოპმბოსტოს წვენი და თაფლი:
კომბოსტოს
წვენი შერეული თაფლთან წაისვით სახეზე. ეს აფერხებს ნაოჭებს.
ეტაპი 9: სტაფილოს წვენი:
სტაფილოს წვენი ბუნებრივად მბზინავი კანის
გამოხატულებაა.
ეტაპი 10: თაფლის და დარიჩინის ფხვნილი:
დაამზადეთ
პასტა თაფლით და ცოტაოდენი დარიჩინით. წაისვით მუწუკებზე და დაიტოვეთ ღამით. ეს
ძალიან ეფექტურია მუწუკების მოსაშორებლად და ნაიარევის შესამცირებლად.
ეტაპი 11: მიწის თხილის ზეთი და ლაიმის წვენი:
შეურიეთ
ცოტაოდენი მიწის თხილი და ლაიმის წვენი და წაისვით სახეზე მუწუკებისა და
ფერისმჭამელების შესაფერხებლად.
ეტაპი 12: ალოე ვერა წვენი:
ალოე ვერას წვენი წასმა დაზიანებულ ადგილებზე
ამცირებს პიგმენტაციის ნიშნებს კანის დატენიანებისას.
ეტაპი 13: ერბო და გლიცერინი:
ერბოსა
და გლიცერინის ნაზავი არის შესანიშნავი სახლში დამზადებული დამატენიანებელი.
ეტაპი 14: მულტანიმიტი, ვარდის ფურცლები, ნიმი, ტალსი და ვარდის წყალი:
მულტანიმიტის, ვარდის ფურცლების, ნიმის
ფოთლების ფხვნილის, ტალსის ფხვნილისა და
ცოტაოდენი ვარდის/ლიმნის წყლისგან დამზადებულიპასტა წაისვით კანზე. ეს
ნაზავი აჯანსაღებს და ასხივოსნებს კანს.
ეტაპი 15: გარგარი და იოგურტი:
შეურიეთ
გარგარი და იოგურტი, რის შედეგადაც მიიღებთ უნაზეს პასტას. ეს აძლიერებს კანს და
ახასხასებს იერს. დაამატეთ თაფლიც, თუ მშრალი კანი გაქვთ.
ყველაფერი ეს ხელს შეუწყობს კანის ჯანმრთელობას,
რომელიც ასხივოსნებს კანს! დაიცავით ეს მცენარეული სილამაზის რჩევები და
ისიამოვნეთ თქვენი უდიდესი ოცნების განხორციელებით!2014 წლის ქალის ტოპ 10 ყველაზე მაცდუნებელი სუნამო
მოახდინეთ შთამბეჭდავი შთაბეჭდილება გარშემო მყოფებზე ამ სენსუალური და
მაცდუნებელი სუნამოს შეპკურებით კანზე და ტანსაცმელზე. თქვენ გაოცდებით ამ სუნამოების
ფანტასტიური ეფექტით, რომლებიც გამოყოფენ თქვენს
განსაცვიფრებელ სურნელს. თქვენ, არა მხოლოდ უფრო თავდაჯერებულად
და კოპწიად იგრძნობთ თავს ამ სუნამოებით, არამედ მიიზიდავთ მამაკაცებს, რომლებიც სავარაუდოდ
დააჰიპნოზებს კიდევაც ამ სუნამოების სენსაციური
არომატით. ასე რომ, გამოუშვით ქალღმერთი თქვენში და სცადეთ 2014 წლის ტოპ 10 საუკეთესო
მაცდუნებელი სუნამო.
10. Be
Delicious DKNY-ისგან
ქალის ეს სუნამო ისეთი სასიამოვნოა, როგორც ახლად დაკრეფილი და არომატული
მწვანე ვაშლი. ეს გადმოსცემს წვნიან და ენერგიულ არომატს, რომელიც თავდაჯერებულსა და
სენსუალურს გახდის თქვენს კანს. Be Delicious ამ პოპულარული იკონური სუნამოთი აერთიანებს ხასხასა სუფთა და მიმზიდველი
ტყის სურნელს. ამ სუნამოში დომინირებს თეთრი ქარვის, კიტრის, ტყის, გრეიფრუტის და ვაშლის ნოტები.
9. Jasmine Noir Bulgari-სგან
თუ გსურთ განიცადოთ სენსუალური
განცდა მხოლოდ სუნამოს მხოლოდ ერთ შესხმით, მაშინ Jasmine Noir სწორედ ასეთი პროდუქტია
და თქვენთვის არის. ეს არის საღამოს სუნამო, რომელიც გამორჩეული, დელიკატური,
გამჭვირვალე, და იდუმალია. ეს ფანტასტიური პროდუქტია, რომელსაც თქვენ ნამდვილად შეიყვარებსს,
რადგან მისი დომინანტური ნოტებია ჟასმინი, დიფტერიქსის მარცვალი, მწვანე მცენარის
წვენი და ძირტკბილა.
8. Flowerbomb Viktor and Rolf-სგან
ქალბატონებმა,
რომლებიც ეძებენ მდიდრულ და ამაღელვებელ ახალ არომატს
უნდა სცადონ Flower Bomb Viktor
and Rolf-სგან. ეს არის
ზუსტად ის, რაც თქვენ გჭირდებათ, როდესაც გსურთ, თქვენში ფარულად შეფარებული შიდა
ქალღმერთი გამოავლინოთ. ამ სუნამოთი, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ თავს დახვეწილად
და მიმზიდველად. ამ პროდუქტის რამდენიმე ინგრედიენტი აერთიანებს მომხიბლავ სურნელს, მათ შორის პაჩულის,
ორქიდეას, ჟასმინს, ქარვას, და ბერგამოტს.
7. Insolence Guerlain-სგან
გამოსცადეთ
ფრანგული ფლირტი და იპოვეთ სწორედ სრულყოფილი არომატი, რომელიც თქვენც და ყველას თქვენს
გარშემო ნამდვილად მოაჯადოებს. Insolence
არის Guerlain-ის ერთ -ერთი საუკეთესო სუნამო
ქალებისათვის, რომელიც ასევე გადმოსცემს ხასხასა და ენერგიულ სურნელს. უფრო მეტიც,
იგი საშუალებას გაძლევთ გამოხატოთ თქვენი სენსუალურობა, იის შესანიშნავი არომატით,
რომელიც შედის ამ სუნამოში. ქალის ამ
საუცხოო სურნელის დომინანტური ნოტებია ჟოლო, ზამბახი, ვარდი, დიფტერიქსის მარცვალი
და ია.
6. J’adore Dior-სგან
Dior-ის ამ სენსუალური სუნამოს სითბოთი
J'adore გაქცევთ ფუფუნებითა და სენსუალურობით სავსე ქალბატონად მისი ჭეშმარიტად ქალური
არომატით. თქვენ თავს იგრძნობთ, ისე სუფთად და მომაჯადოებლად, როგორც არასდროს, რადგანაც
ეს პროდუქტი შეიცავს შესანიშნავი არომატების კომბინაციას, მათ შორის ჩამპაქას ყვავილებს,
ვარდს, მაყვლის მუშკს, მანდარინს, და აფრიკულ ორქიდეას. ამ საოცარი პროდუქტით, თქვენგან
მოულოდნელად გარშემო მყოფთ დატოვებთ მოჯადოებულს.
5. Vanilla Gourmande Laura Mercier-სგან
სცადეთ
ეს მიმზიდველი და ეგზოტიკური სუნამო ლორა მერსიესგან. Vanilla Gourmande არის ერთ-ერთი
საუკეთესო სურნელი, რომელსაც სიამოვნებით ჩაწერთ თქვენს სუნამოების კოლექციაში. ამ
პროდუქტი ქმნის დამამშვიდებელ და თბილ არომატს გრილი სეზონისთვის, და იგრძნობთ თავს
რელაქსაციას და განახლებას ამ სუნამოს ყოველი შესხმით. შესანიშნავი ინგრედიენტების
კომბინაცია, როგორიცაა ქარვა, ბურბონის ვანილი, ჰელიოტროპი, სანდალოზი და ვანილის
ლიქიორი.
4. Bombshell Victoria’s
Secret-სგან
იგრძენით
თავი, როგორც სელებრითიმ Victoria’s Secret-ის ამ ამოუცნობი სურნელით. ეს ხასხასა და აბსოლუტურად სენსუალური არომატი
სწორედ ის არის, რასაც აქამდე ეძებდით, ყოველდღიური და ფორმალური
შეხვედრებისათვის. მისი ამამაღლებელი სურნელით, თქვენსკენ მოტრიალდებიან. შეიგრძნობთ ტანჯელოს, ჟასმინის, მუშკის, შან-გრი-ლას პეონის, და მეწამული პასიფლორას ნოტებს.
3. L’eau De I’ssey Issey Miyake-ისგან
ეს
სუნამო არის თანამედროვე და სუფთა და ქმნის სენსუალურ არომატს. ამ პროდუქტის
მიმზიდველი და მომაჯადოებელი სურნელის სითბო შეიცავს თეთრ შროშანს, ვარდის წყალს, ლოტუსს, ძვირფას ტყეს და ფრეზიას.
2. Gucci Gucci-სგან
აღმოაჩინეთ
თქვენი მომაჯადოებელი სურნელი საღამოს და ზამთრის კომბინაციით ერთ ბოთლში. ქალის
ეს სუნამო Gucci-სგან არის სრულყოფილი
პროდუქტი თქვეთვის, რადაგანაც ის გთავაზობთ გემრიელ
და პიკანტურ კომბინაციას. ჟოლოს, ფორთოხლის ყვავილის, თაფლის, მუშკის, გვირილას და
ტაიტის ტიარი ყვავილის ნოტებით.
1. Coco Chanel-სგან
ვერაფერი შეედრება Chanel-ის Coco,
როდესაც თქვენ ეძებთ ყველაზე მოფლირტავე და სენსუალურ სურნელს ქალებისთვის. ფაქტობრივად,
ვერც ერთი მამაკაცი ვერ გაუძლებს ამ გიჟურ ქალის არომატს, რომელსაც ეს პროდუქტი გთავაზობთ.
მისი დომინირებული ნოტები მოიცავს ვანილს, სანდალოზს, ფორთოხლის ყვავილს და მანდარინს.
10 ტოპ ხერხი თმის ზრდის სტიმულირებისთვის
თმა არ არის სასიამოვნო იერის მხოლოდ ნაწილი. სქელი და ჯანსაღი თმა არის
ასევე საერთო კეთილდღეობის ნიშანი. სამწუხაროდ, დღეს ბევრი ადამიანი მთელს
მსოფლიოში განიცდის სხვადასხვა სახის თმის პრობლემებს. გარდა მემკვიდრეობითი და
ჰორმონალური ფაქტორებისა, ცვალებადი ცხოვრების წესი ასევე ძირითადი მიზეზია ისეთი
პრობლემებისა, როგორიცაა თმის შეთხელება, ბოლოების მტვრევა, ნაადრევი გაჭაღარავება,
უსიცოცხლო, გაყოფილი ბოლოები და ნაადრევი სიმელოტე.
უფრო მეტიც, სხვადასხვა თმის
მამოდელირებელი პროდუქტები, რომლებსაც ბევრი ჩვენგანი გამოიყენებს დროდადრო იწვევს
თმის დასუსტებას. თმის დაზიანების მრავალმა კვლევამ აჩვენა, თუ რამდენად საზიანო შეიძლება
იყოს თმის სხვადასხვა მამოდელირებელი პროდუქტების
გამოყენება.
ტოპ 10 საკვები, რომელიც მაქსიმალურად ასაზრდოებს თქვენს კანს
მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში ხარჯავს უამრავ ფულს მაკიაჟზე, სპაზე და კანის გასამშვენიერებელ საშუალებებზე. ადამიანები, როგორც წესი ფიქრობენ თავიანთ გარე იერსახეზე, მაგრამ ხშირად ავიწყდებათ, რომ თუ როგორც გამოიყურებიან არის იმის ანარეკლი, თუ რას მიირთმევენ. აქ არის 10 საკვების ჩამონათვალი, რომლებიც კვებავს თქვენს კანს შიგნიდან და ზრუნავს, რათა კანი ჯანსაღად და ბზინვით
გამოიყურებოდეს.
Subscribe to:
Posts (Atom)