Bobbi Brown Nectar & Nude თვალის პალიტრა


რამდენიმე ხნის წინ შევიძინე ბობი ბრაუნის პალიტრა (Nectar & Nude Eye Palette) და კიდევ ერთხელ აღვფრთოვანდი.


მე კარგა ხანია გადავედი პალიტრებზე, რადგანაც მუდმივად, თუ რა ჩრდილი მაქვს და ამიტომაც  ბევრი კოსმეტიკა თითქმის გამოუყენებელი მიმდის ნაგავში.

ამჯერად მე გადავწყვიტე მეცადა ბობი ბრაუნის ბრენდი, გამოვიწერე ჩემს საყვარელ strawberrynet.com-ზე.

მე ნაცრისფერი თვ ალები  მაქვს და ღია ფერის კანი, და ეს ჩრდილები სრულ ჰარმონიაშია ჩემი ფერის თვალებთან. ჩრდილებს აქვთ მქრქალი და მსუბუქი ელფერი, რაც ძალიან უხდება ყოველდღიურ მაკიაჟს. პრაიმერთან ერთად კომპლექსში - საკმარისად გამძლეა. ჩრდილები არ ითხაბნება და არ ჩამოდის მთელი დღის განმავლობაში, თუმცა მთლად სუპერ გამძლე კოსმეტიკასაც ვერ მივაკუთვნებ.  დემაკიაჟის მსუბუქი საშუალებით ადვილად ვიშორებ.

ჩრდილები იდეალურია მგრძნობიარე თვალებისთვისაც, და მათთვისაც, ვისაც ვინც იყენებს ლინზებს. შემოწმებულია ჩემს მიერ, ჩემს თავზეJ


ეს პალიტრა მართლაც გახდა ჩემი უსაყვარლესი და შეუცვლელი ნივთი ჩემს კოსმეტიკურ 
ჩანტაში! ამიტომაც მე ყველას ვურჩევ მის გამოყენებას!

No comments:

Post a Comment