როგორ გავიკეთოთ ფრჩხილზე მარწყვის ნახატი



ფრჩხილის მარწყვის ნახატი არის კიდევ ერთი საშუალება, რათა მარწყვის სიტკბოება შევმატოთ თქვენს მოდურ იერს. იდეალურია მათთვის, ვისაც მოსწონს მარწყვისფერი წითელი. ეს ფრჩხილები ხალხს ორჯერ მოახედებს თქვენსკენ! მარტივი დიზაინია, უბრალოდ ცოტაოდენი მოთმინება და ფრჩხილის აუცილებელი ინსტრუმენტები დაგჭირდებათ.


რჩევები


1

წაისვით ბაზა ფენა, რომელიც  იცავს და აძლიერებს ფრჩხილებს. ეს ფენა დაეხმარება ლაქის გამძლეობასაც. დააცადეთ გაშრობა შემდეგ ეტაპზე გადასვლამდე.

2


წაისვით ფრჩხილებზე წითელი. გამოიყენეთ მარწყვისფერი წითელი ფერი, ჩვეულებრივ როგორც ისვამთ. წითელი ფენასაც დააცადეთ გაშრობა.

3



დაიხატეთ ფრჩხილებზე მარწყვის ფოთლები თეთრად ჯერ. დახატეთ კონტური 4-5 სამკუთხედის თეთრი ლაქით, ფრჩხილის ქვედა ნაწილში, ნუნებთან. შემდეგ თეთრად შეღებეთ მთალიანად ეს სამკუთხედები.

4

შეღებეთ მარწყვის ფოთლები მწვანედ. გაჰყევით თეთრ კვალს მწვანე ლაქით და შეავსეთ კონტური, როგორც წინა ეტაპზე.

5


დახატეთ თესლი. ყვითელი ლაქის გამოყენებით, ჩააწეთ კბილის ჩხირი ლაქში. დახატეთ პატარა წერტილები ფრჩხილზე, თანაბარი დაშორებით (იმდენად სუფთად, რამდენადაც შესაძლებელია).

6


დაასრულეთ კიდევ ერთი ფენით. დაიცადეთ ფრჩხილის სრულ გაშრობამდე, რათა არ გაითხაბნოს ლაქი. შემდეგ გადაისვით ზედა ფენა, მთელი ნახატის დასაცავად. ეს ბოლო ფენა გაამშვენიერებს და გააპრიალებს ფრჩხილს.

7

დაასრულეთ. შეუხამეთ ტანსაცმელი შესაფერისი ფერებით და მთლიანად მზად ხართ თქვენი მარწყვის ნახატიანი ფრჩხილების გამოსამზეურებლად. 


No comments:

Post a Comment