"გათავისუფლდი"
ჩვენი გული ყვირის! ჩვენ ყველა ვგრძნობთ, რომ საჭიროა რაღაც განსხვავებული, რაც უშუალოდ ჩვენთან არ არის დაკავშირებული ... და თმის ფერის შეცვლა ზოგჯერ
ნამდვილ სასწაულს ახდენს.
ბაზარი გადატვირთულია სხვადასხვა სახის ბრენდებით და ნაირსახეობებით, მათ შორის მუდმივი, ნახევრად მუდმივი და
დროებითი, ფასების სხვადასხვა ვარიანტებით, რათა დააკმაყოფილოს ბაზრის ყველა მოთხოვნა. .
თუმცა,
რთულია და დრო სჭირდება ისეთ პროდუქტის არჩევას, რომელიც არ შიცავს უხეშ
ქიმიკატებს და თმას არ გაგაცვენთ.
თმის
ღებვა სახლში საინტერესოდ ჟღერს, მაგრამ საკმაოდრთული, რადგან ძალიან
ბევრი წვალებასჭირდება. ასე რომ, წარმოგიდგენთ 4 ეტაპს, თუ როგორ უნდა შეიღებოთ თმა
სახლში.
რა დაგჭირდებათ თმის სახლში შესაღებად:
·
საღებავი
·
გამხსნელი
·
თასი და ჯაგრისი
·
პირსახოცი
·
ხელთათმანი
·
საათი
როგორ შევიღებოთ თმა სახლში?
ეტაპი 1: ფერის გახსნა/შერევა
- ჩაასხით
ფერი და გამხსნელი პლასტმასის თასში და აურიეთ კარგად თმის ფერის ფუნჯით,
რათა
დარწმუნდეთ, რომ კარგი ფერი გამოდის.
·
შემოიხვიეთ
პირსახოცი თავზე, რათა არ დაიწუწოთ საღებავი ტანსაცმელზე.
·
გაიკეთეთ
ხელთათმანი, რათა თავიდან აიცილოთ ხელის დასვრა და აგრეთვე აუცილებლად წაისვით
ვაზელინი ან ბევრი ზეთი თმის ხაზის გარშემო რათა ფერი არ ჩამოგივიდეთ სახეზე.
·
ახლა
უკვე მზად ხართ საღებავის წასასმელად.
ეტაპი 1: საღებავის წასმა
ძირებზე
i. დაიწყეთ
თმის ხაზიდან შუბლზე.
ii. აიღეთთმის
პატარა ნაწილი და წაისვით ფერი ამ ნაწილზე. გაიმეორეთ ეს მოქმედება, სანამ არ
მიაღწევთ თმის ხაზს კისერზე.
iii. დაიტოვეთ
თავზე დანიშნული დროით და თუ პერიოდი არ არის მითითებული 20 წუთით მაინც.
· თმის წვერებზე:
i. დანიშნული
დროის გასვლის შემდეგ, წაისვით დანარჩენი საღებავი თმაზე.
ii. შემდეგ გადაისვით თმის
წვერებისკენ დიდ-კბილიანი სავარცხლით თანაბარი განაწილებისთვის. iii. დაიტოვეთ საღებავი 5 წუთით.
ეტაპი 3: ჩამობანა
დროის გასვლის შემდეგ, კარგად ჩამოიბანეთ თმა მოთბო წყლით სუფთა წყლის
ჩამოსვლამდე. დარწმუნდით,რომ საღებავი სრულიად მოიშორეთ, რათა თავიდან აიცილოთ პროდუქტის ნარჩენი,რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის შესაძლო გაღიზიანება, როგორიცაა ქერტლი.
ეტაპი 4: კონდიცირება
კონდიცირება აუცილებელია, როგორც ნებისმიერ ქიმიურ
ნივთიერებას; მნიშვნელობა არ აქვს რამდენად კარგად არის დამზადებული, არასოდეს
იქნება 100% შესაფერისი თქვენი თმისთვის! გაიჩერეთ კონდიციონერი 2 წუთით და შემდეგ
ჩამოიბანეთ.
რჩევები
·
ფერის არჩევისას, არასოდეს გადახვიდეთ ორი ჩრდილით მუქ
ან ღია ფერზე, ვიდრე თქვენი ბუნებრივი ფერია.
·
წაისვით დაუბანელ თმაზე კანზე წიწკნის და სხვა დისკომფორტის
შეგრძნების თავიდან ასაცილებლად
·
მნიშვნელობა არ აქვს რამდენჯერ გაგიკეთებიათ აქამდე
ეს სახლში, ყოველთვის წაიკითხეთ ინსტრუქცია. საღებავის თმაზე გაჩერების პერიოდი, წასმის
პროცედურა და თმის შეღებვის შემდგომი რუტინა შესაძლოა განსხვავდებოდეს სხვადასხვა ბრენდებისთვის.
·
თუ გსურთ ისეთი ფერი, რომელიც სრულიად განსხვავდება
თქვენი ბუნებრივი ჩრდილისგან, აუცილებლად ეწვიეთ
სალონს! ნუ შეეცდებით ამას.
·
აუცილებლად ჩაიტარეთ ალერგიული შემოწმება თმის ღერზე,
და დარწმუნდით, რომ არ ხართ ალერგიული. თუ
არანაირი უკუ-ჩვენება არ არსებობს, შეგიძლიათ დაიწყოთ შეღებვა. და თუ არსებობს, არ
წაისვათ საღებავი და მიმართეთ დერმატოლოგს.
No comments:
Post a Comment