როგორ შევარჩიოთ ფერ-უმარილი


მრავალი ჩვენგანისთვის, სათანადო ფერ-უმარილის შერჩევა შესაძლოა  ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, როდესაც საქმე მაკიაჟს ეხება. მდენი შესანიშნავი ჩრდილია ბაზარზე, რომ თქვენი კანის ტონისთვის შესაფერისი ფერის პოვნა, შესაძლოა ცოტა საშიში ამოცანაც კი იყოს. ქალებიც კი, რომლებიც გამოცდილნი არიან მაკიაჟის შერჩევასა და გამოყენებაში,  თავს უძლურად თვლიან ზოგჯერ. ფერ-უმარილი უნდა იყოს ბუნებრივი და სათუთი. ძალიან ბევრმა შესაძლოა მასხარას იერი მოგვცეს, ძალიან ცოტამ კი უფერული და ფერმკრთალი გამოგვაჩინოს.

შესაფერისი ჩრდილის არჩევისას უმნიშვნელოვანესია, რომ ზუსტად იცოდეთ თქვენი კანის ტონი. ამაში რომ დაგეხმაროთ, ჩვენ კანს 3 ჯგუფად დავყოფთ: ღია, საშუალო და მუქი. ყოველივე ეს დაგეხმარებათ აირჩიოთ შესაფერისი ტონი და შესანიშნავი ფერი მიანიჭოთ თქვენს ლოყებს.
ყველა ადამიანს ასარჩევად უნდა ჰქონდეს მინიმუმ ორი - ატმისფერი და ვარდისფერი. ამ გზით თქვენ ამოირჩევთ ფერს, მიუხედავად მაკიაჟისა, რომლის გაკეთებასაც აპირებთ. ამ სასწავლო სტატიაში ჩვენ ვაპირებთ გაჩვენოთ საუკეთესო ვარიანტები, ორივეს ემატება სრულყოფილი ჰაილაითერი უზადო ყვრიმალებისთვის.
ღია ფერის კანი

ყველამ, ვისაც ღია ფერის კანი აქვს იცის, თუ რას ნიშნავს ეს. თუ ადვილად იწვებით, და იჭორფლებით, როდესაც იწვებით, ან ფაიფურისფერი კანი გაქვთ - მაშინ ამ კატეგორიაში გადიხართ. როდესაც ირჩევთ ჩრდილს თქვენი მომაჯადოებელი კანისთვის, გახსოვდეთ, რომ უმჯობესია აირჩიოთ ღია ფერის.
ფერ-უმარილის მოხრილი ფუნჯის გამოყენებისას, თითის დარტყმით ჩამობერტყეთ ფერ-უმარილის ჭარბი რაოდენობა ფუნჯიდან. ეს გაათავისუფლებს ფუნჯს არასასურველი პროდუქტისგან და თავიდან აგაცილებთ მეტისმეტად ბევრი ფერ-უმარილის წასმას ლოყებზე. თუ მაინც მეტი მოგივიდათ ფერ-უმარილის წასმა, სილამაზის ბლენდერ სპონჯი გადაისვით მსუბუქად ადგილებზე, რომელზეც მეტი მოგივიდათ ფერ-უმარილი. ეს აიღებს ნებისმიერ არასასურველ პიგმენტს სახიდან.
წაისვით ფერი ლოყის ორმოებზე და გადაისვით უკან საფეთქლისკენ. ლოყების გამოსაკვეთად უნდა შეარჩიოთ რაიმე ღია ფერის კანისთვის, ღია შამპანურის ფერია. თხევად ფორმას აირჩევთ თუ პუდრს, თქვენზეა დამოკიდებული, რომელი უფრო  კომფორტულია თქვენთვის. ჰაილაითერის ფუნჯით წასივით წასივით ჰაილაითერი ზუსტად ფერ-უამრილზე ზევიდან. ეს სწორედ საჭირო ბზინვას მიანიჭებს თქვენს ლოყებს. 
 ჩვენ გირჩევთ:
·         ვარდისფერი ჩრდილს: NYX-ის ფერ-უმარილსბუნებრივს 
·         ატმისფერ ჩრდილს:  Nars -ის ფერ-უმარილს– Orgasm ან Makeup Designory Glow 
·         ჰაილაითი: Lorac-ის Perfectly Lit უცხიმო გამაღიავებელი პუდრიგამჭვირვალე
საშუალო კანი

საშუალო კანის ტონი ყველაზე გავრცელებულია, ქალთა 80% ხვდება ამ კატეგორიაში. საუკეთესო ფერ-უმარილები საშუალო კანის ტონის ქალბატონებისთვის არის ვარდისფერი და მუქი ატმისფერი. თუ თქვენ ღია ფერს ის გაგაფერმკრთალებთ, ხოლო მუქი გაგაწითლებთ.  
ფერ-უმარილის მოხრილი ფუნჯით წაისვით  ფერი ლოყის ორმოებზე და გადაისვით უკან საფეთქლისკენ. ამ შემთხვევაშიც, თითის დარტყმით ჩამობერტყეთ ფერ-უმარილის ჭარბი რაოდენობა ფუნჯიდან. ისევ, თუ მეტი მოგივათ სილამაზის ბლენდერ სპონჯი გადაისვით ფერზე, რათა ზედმეტი ფერი აიღოთ კანიდან. საშუალო კანის ჰაილაითერად, საუკეთესო პროდუქტია ფერმკრთალი ოქროსფერი ან თბილი ოქროსფერი. არ გამოიყენოთ შამპანურისფერი ან ღია ფერი, ეს ფერი მეტისმეტად ცივად დაჯდება ამ ფერის კანზე.
ჰაილაითერის წასასმელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰაილაითერის ფუნჯი ან სუფთა თითები, ოდნავ შეიყარეთ ჰაილაითერი ყვრიმალებზე ფერ-უმარილზე ზევიდან. ამ ადგილზე გამოყენებულ  ჰაილაითერს ოდნავი ბზინვა აქვს, მქრქალი ფერ-უმარილი საშუალებას მოგანიჭებთ აკონტროლოთ ბზინვა და ისე გაანაწილოთ, როგორც მოისურვებთ. ზედმეტი ფერი არ არის საჭირო. გახსოვდეთ, რომ ლოყებს უნდა ჰქონდეს ბუნებრივი სიწითლის ეფექტი.
 ჩვენ გირჩევთ:
·         ვარდისფერი ჩრდილი: NYX-ის ფერ-უმარილსმოკა (ასე ჰქვია, მაგრამ გპირდებით,რომ ვარდისფერია)
·         ატმისფერი ჩრდილი:  Tarte -ის ფერ-უმარილიტიფსი
·         ჰაილაითერი: Sally Hansen Natural Beauty ბუნებრივი ჰაილაითერი დოუოქროსფერი ბზინვა) – ეს არის ორ-მხრიანი კომპაქტი, საშუალო კანისთვის დაგჭირდებათ ორი ჩრდილიდან უფრო
მუქი კანი
კარგით, მშვენიერ მუქკანიანო თოჯინებო, ახლა თქვენი ჯერია. თქვენი კანისთვის, შეარჩიეთ ვარდისფრიდან მუქ ნარინჯისფრამდე. ღია ფერის ჩრდილი თქვენს კანს ჩამორეცხილ ან ფერმკრთალ იერს მიანიჭებს. თქვენ უნდა გააძლიეროთ თქვენი კანის მშვენიერება.
აქაც გამოიყენეთ ფერ-უმარილის მოხრილი ფუნჯი  ფერის ლოყაზე წასასმელად და არ დაგავიწყდეთ ფერ-უმარილის ჭარბი რაოდენობის ფუნჯიდან თითის დარტყმით ჩამობერტყვა.რბილად წასივით ლოყის ორმოებზეც და გადაისვით უკან თმის ხაზისკენ.
გახსოვდეთ თქვენ უბრალოდ გინდათ, რომ თქვენი ლოყები ბზინავდნენ. შამპანურის ფერიამ ფერზეც ცივად დაჯდება. ორი სუფთა თითით, წაისვით ოქროსფერი ფერი ყვრიმალების წვერზე, იქ, სადაც ფერ-უმარილი წაისვით.  გამოიყენეთ სილამაზის ბლენდერ სპონჯი ან უბრალოდ სპონჯი  და გადაისვით ფერი კანზე ჭეშმარიტად დანამული შედეგისთვის.
 ჩვენ გირჩევთ:
·         ვარდისფერი ჩრდილი: Tarte Blush – Amused
·         ატმისფერი ჩრდილი: NYX Blush – Cinnamon
ჰაილაითერი: Sally Hansen Natural Beauty Natural Highlighter Duo – ოქროსფერი ბზინვა – ეს არის ორ-მხრიანი კომპაქტი, კომპაქტი, მუქი კანისთვის დაგჭირდებათ უფრო მუქი ოქროსფერი ჩრდილი.
 სულ ეს არის, რაც უნდა იცოდეთ ნებისმიერი კანის სრულყოფილი ჩრდილის ეფექტისთვის. გახსოვდეთ, რომ აუცილებლად დაგჭირდებათ მინიმუმ ორი ფერი არცევისას, რათა ახალი და განსხვავებული იერი მიიღოთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს რცევები დაგეხმარებათ, აირჩიოთ სრულტოფილი ჩრდილი საჭირო ფერის დასამატებლად, რომელიც ბუნებრივ ფეეფქტს მიანიჭებს თქვენს კანს. 

No comments:

Post a Comment