კოსმეტიკის კომპლექტი NARS Jet Setter - ფუფუნება და ხარისხი
უპირატესობა:
ულამაზესი დიზაინი, მაღალი ხარისხი
ულამაზესი დიზაინი, მაღალი ხარისხი
ხარვეზი:
ძვირია
ძვირია
NARS
- ეს ბრენდი დიდი ხანია მომწონს, მაგრამ
ვერა და ვერ ვრისკავდი ასე ძვირი გადამეხადა კოსმეტიკაში, მით უმეტეს, რომ მაკიაჟს
არც ისე ხშირად ვიკეთებ. მაგრამ საახალწლოდ, დამატებით თარგმანებზე აღებული
თანხით, გადავწყვიტე გამენებივრებინა საკუთარი თავი. და არც მინანია. გამოვიწერე
კომპლექტი Jet
Setter (55 აშშ$) - მასკარა, თვალის ლაინერი და აქსესუარი
წამწამების ასაპრეხი, პლუს, ვერ გავუძელი და ტუჩის ლაქი - Lip Lacquer (28 აშშ$). გამოვიწრე ეს ყველაფერი strawberrynet-დან, რადგანაც იქ უკვე მაქვს
დაგროვილი ფასდაკლებები, რაღაც ეკონომია მაინც გამომივიდა J
დაწვრილებით:
მასკარა - ჩემი წამწამები არც ისე
ხშირია და გრძელი. ანუ ეს არის ერთ-ერთი მასკარა, რომელიც ჩემს წამწამებს ხდის
წარმოუდგენლად ასქელებს (თუნდაც არც ისე აგრძელებს), მაგრამ ეფექტი აქვს
შთამბეჭდავი, შეგრძნებაა, რომ წამწამები
3-ჯერ გახშირდა. სუნი ცოტა მკვეთრი აქვს, მაგრამ მალევე გადის. დიდი მინუსი -
ძალიან რთულად შორდება, ხოლო მასკარის მოსაშორებელი საშუალების გამოყენება დიდად
არ მიყვარს. მაგრამ გამძლეა - დილიდან საღამომდე წამწამები მკვეთრი და ლამაზია.
თვალის ლაინერი - განსაკუთრებული სხვაობა არ იგრძნობა, სხვა
ბრენდის უფრო იაფფასიან ლაინერებთან შედარებით. აღარ შევიძენ მეტს.
წამწამების ასაპრეხი - არ გამომადგა J ეფექტი ნოლი
რაც შეეხება ტუჩის ლაკს - შესანიშნავია:
ჯერ ერთი, ტექსტურა აქვს უმსუბუქესი და
არ მაქვს სურვილი, რომ მოვიშორო, რაც
შეიძლება სწრაფად ( ჩვეულებრივ, მაშინვე ვიშორებ ტუჩის საცხს, ანუ მაქვს
შეგრძნება, რომ რაღაც მიშლის). მეორე, გლოსი ძალიან გამძლეა და ნამდვილად ჰმატებს
მოცულობას ტუჩებს, აქვს გარდამავალი ელფერი. არ აქვს სუნი, არომატი, რაც ჩემთვის
ძალიან მნიშვნელოვანია.
ზევით მოთხრობილის დასკვნად, გირჩევთ,
რომ შეიძინოთ NARS-ის
დეკორატიული კოსმეტიკა - მასკარა,
გლოსი, ფერ-უმარილი.
No comments:
Post a Comment