Olay Regenerist - აღმდგენი კრემი




აღარ მახსოვს, რამ მაიძულა მეყიდა სახის კრემები ამ ფასების კატეგორიაში. მანამდე ვსარგებლობდი უფრო ძვირიანი ბრენდებით, მაგრამ მაინც არ მომწონდა რაღაც. სულ კანის სახის საერთო მდგომარეობა მაინც არ იყო, ისეთი, როგორიც მინდოდა, რომ მქონოდა. კანი თითქოს მოდუნებული, მიკრო-ანთებადი და არა-თანაბარი იყო. უკვე დატანჯული ვიყავი. მოკლედ, გავბედე შემეძინა კანის მოვლის კოსმეტიკის ბრენდის Olay-ის პროდუქტი:


OLAY რიჯენერისტ - ღამის კრემი აღდგენა - წასმის შემდეგ ღვთაებრივი შეგრძნება -  ხავერდოვანი ( კონსისტენციით და შეგრძნებებით წასმის  შემდეგ მაგონებს Dior-ის ძვირადღირებულ კრემს, რომელსაც იქმადე ვიყენებდი) დილით - გასხივოსნებული სახე.
კრემის ტექსტურა მსუბუქი და კანი ხდება - ხავერდოვანი, რბილი და ელასტიური. ასევე, ისიც მინდა აღვნიშნო, რომ სახის კონტურები და ოვალიც მნიშვნელოვნად აჭიმა.
Total effects 7 მიკრო ანთების  წინააღმდეგ - გინდ დაიჯერეთ, გინდ არა , მაგრამ გამონაყარი, რომელიც ასე მაწამებდა, გაქრა.  ზოგჯერ რაღაც ამოხტება , მაგრამ ფაქტია, რომ რაც ადრე იყო, არც შევადარებ.
OLAY რიჯენერისტ შრატი- კონცენტრატი გამაახალგაზრდავებელი - თითქოს - ჩვეულებრივი კრემია, ნორმალური, მაგრამ აკლია ლიფტინგის ეფექტი.
კანის საერთო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ( ვიყენებ - 3 თვე) - კანი გათანაბრდა, გახდა ხასხასა, აღარ მტანჯავს მიკრო-ანთებები.


No comments:

Post a Comment