როგორ მოვიშოროთ აკნე ფეხმძიმობისას


აკნე ფეხმძიმობისას ჩვეულებრივი ამბავია. აკნე კანის ის მდგომარეობაა, რომელიც იწვევს თეთრთავიან მუწუკებს, ფერისმჭამელებს და ანთებით წითელ გამონაყარს (პაპულებს, პისტულებსა და ცისტებს). ამ წანაზარდებს ზოგადად ჰქვია მუწუკები. აკნეს გამონაყარი შეიძლება იყოს მთელი რიგი ფაქტორები: ჰორმონალური ცვლილებები (ფეხმძიმობით, ფეხმძიმობის საწინააღმდეგო აბებით ან მენსტრუალური პერიოდები), სტრესი, კოსმეტიკა, გენეტიკა, ცუდი ამინდი, გამონაბოლქვი, ჰიგიენა, შემწვარი ან ცხიმიანი საკვები ან წყლის  არასაკმარისი მიღება.



ეტაპები


1

როდესაც გაიღვიძებთ, სახეზე წყალი შეისხით (არ წაისვათ საპონი, სახის გასაწმენდი საშუალება და ა.შ). მოგვიანებით, შეგიძლიათ საპონი ან სხვა რამ გამოიყენოთ ½ საათის ან მეტი შემდეგ.  
2

დილით დალიეთ თბილი წყალი ლიმონით, ეს ეხმარება კუჭის გაწმენდას  და ამხნევებს სხეულსა და სახეს.
3



გამოიყენეთ სუფთა პირსახოცი და სახის საწმენდი.
4

გამოიყენეთ სუფთა ბალიშის პირი და ზეწარი.

5
მობილური ტელეფონი და სხვა მოწყობილობები ხშირად გაწმინდეთ, რადგანაც მათ ხშირად ვიყენებთ.  

6

ნუ შეეხებით კანს უმიზეზოდ.
7
დაიბანეთ ხელები და სახე ხშირად, მაკიაჟის წასმამდე.დარწმუნდით, რომ არ იყენებთ ნებისმიერი ცხიმიან მაკიაჟს. ყოველთვის გამოიყენეთ საუკეთესო ბრენდის კოსმეტიკა.
8

მიიღეთ ბევრი ხილი, ეს გაანათებს თქვენს სახეს.

9
მიიღეთ ბევრი მწვანე ბოსტნეული, ეს ხელს უწყობს ორგანიზმში სისხლის გამომუშავებას და თქვენს მომნელებელ სისტემის სუფთად შეინარჩუნებს :)

10

მოერიდეთ  მეტისმეტად შემწვარ და ცხიმიან საკვებს, სწრაფი კვების პროდუქციას, ფუნთუშეულს, როგორიცაა  საკონდიტრო ნაწარმი, ნამცხვრები, ა.შ. ... რომელიც შეიცავს უამრავ ცხიმს, მარგარინს და კარაქს და ა.შ. ..

11

დაიბანეთ სახე ყოველ ჯერზე, როდესაც გარედან სახლში შეხვალთ.  

12
დაიბანეთ სახე სულ ცოტა 4-5-ჯერ  დღეში.

13

დალიეთ ბევრი წყალი, რაც ხელს უწყობს კანის დატენიანებას და  სისხლის მიმოქცევას.

14

ყოველთვის დროულად მოიშორეთ მაკიაჟი და ისე დაიძინეთ.

15

სახის გაწმენდა, ტონიზირება და დატენიანება საუკეთესოა, რაც თქვენ სახეს შეგიძლიათ თქვენს სახეს გაუკეთოთ.  

16

ივარჯიშეთ სულ ცოტა 1/2  საათი დღეში.

17

რუტინულად მოუარეთ სახის კანს, ეს ხელს უწყობს ბავშვის კანის შეგრძნებას.

18

როცა კი არ უნდა გახვიდეთ გარეთ, გამოიყენეთ ქოლგა, შარფი და ხელთათმანები მზისა და უხეში ამინდის პირობებისგან დასაცავად.

19

გამოიძინეთ სულ ცოტა 6 საათი მაინც.

20

მოერიდეთ სტრესს.

21

ბოლოს და ბოლოს გაიღიმეთ და ბედნიერი იყავით :)

22

გამოიყენეთ ტალახის საფენები თვეში ერთხელ

23



გამოიყენეთ კარგი ხარისხის კოსმეტიკა და დაიცავით კანი. 

No comments:

Post a Comment