მშრალი კანის 5 საშუალება უმკურნალეთ მშრალ კანს მშრალი კანის ამ რჩევების საშუალებით

თუ თქვენ უმკლავდებით მშრალ კანს რეგულარულად, თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ მუდამ გექნებათ ეს პრობლემა. თუ ასეა, თქვენ ცდებით! თქვენ მხოლოდ რამდენიმე მარტივი რამ უნდა იცოდეთ კანის შესახებ.

მშრალი კანი სავალდებულო არ არის, მნიშვნელობა არ აქვს სეზონს ან ადგილმდებარეობას. მხოლოდ მარტივი რამ, უნდა შეცვალოთ თქვენი ყოველდღიურ რუტინაში, რაც დიდ სხვაობას გამოიწვევს თქვენი კანის გაჯანსაღებაში.
გამოიყენეთ  მშრალი კანის 5 საშუალება და ნახავთ როგორ სწრაფად შეიცვლება თქვნი კანი.

1. დააკვირდით წყლის ტემპერატურას



თუ თქვენ ჩემნაირი ხართ, და გიყვართ ცხელი, ცხელი აბაზანა. ის უდავოდ, განიჭებთ რელაქსაციას, მაგრამ სულაც არ არის კარგი თქვენი კანისთვის. ცხელი წყალი თქვენს კანს  აცლის დატენიანებას და ცხიმს, რაც მას გახდის დამსკდარს, მშრალს და აქერცლავს.
რა რთულიც არ უნდა იყოს, გამოიყენეთ თბილი წყალი ცხელის ნაცვლად და შეამცირეთ აბაზანა მაქსიმუმ 15 წუთამდე. შხაპი კიდევ უფრო შეამცირეთ. არ მოწმინდოთ სარკეს ორთქლი აბაზანიდან გადმოსვლისას. ისედაც შენიშნავთ, რომ თქვენი კანი ნაკლებად მშრალია. უბრალოდ ყურადღება მიაქციეთ აბაზანის დროს და ტემპერატურას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცხელი წყალი აგრეთვე გამოაშრობს და აბურდავს კიდევაც თმას. თმისთვის, უმჯობესია გრილი წყლით ჩამობანა. 

2. გამოტოვეთ ბუშტულები აბაზანაში

ვის არ უყვარს ბუშტულებიანი აბაზანა? ყველას უყვარს ეს ბავშვობიდან, და ბევრს მისის სიყვარყული დიდობაშიც მიჰყვება. რამდენიმე თავსახური ბუშტებიანი საშყუალების თითქმის რიტუალია. მაგრამ იცოდით, რომ რამდენადაც მეტია ეს ბუშტები თქვენს აბაზანაში, იმდენად უფრო მეტ დატენიანებასა და ბუნებრივ ცხიმს აცლის ეს თქვენს კანს?
ბუშტებიანი აბაზანის ნაცვლად, გამოყენეთ დამარბილებელი შვრიის ან რძის ფხვნილი, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენს აბაზანის მიღებას  კანის ცხიმებსაც დატოვებს თავის ადგილზე.  კიდევ ერთი პროდუქტი შეგიძლიათ გამოიყენოთ - ეს  არის აბაზანის ზეთი. სულ ცოტა ზეთი ქვენს კანს ისე დაატენიანებს, რომ თქვენ შეგიძლიათ გამოტოვოთ კიდევაც დამატენიანებელი.

3. გამოტოვეთ პარსვის შეცდომები

ალბათ გსმენიათ ძველები ნათქვამი, რომ უსაფრთხოა პასრვა თმის ზრდის მიმართულებით.  და მიუხედავად იმისა, რომ ეს რჩევა აზრიანი,  რეალურად ხალხის უმრავლესობა იპარსავს  თმის ზრდის საპირისპირო მიმართულებით უკეთესი  შედეგისთვის.
თუ გსურთ, რომ მართლაც უსაფრთხოდ გაიპარსოთ, გაიპარსეთ თმის ზრდის მიმართულებით. თუ ამ წესს არ დაიცავთ, დარწმუნდით, რომ ამ რჩევებს მაინც დაუჯერებთ:
·         გამოიყენეთ დამატენიანებელი საპარსი გელი ან კრემი. $1 ბოთლი აფთიაქიდან თქვენს კანს გამოაშრობს და  დააზიანებს კიდევაც თქვენს კანს.
·         გამოიყენეთ დამატენიანებელი პროდუქტი, რომელშიც შედის დამატენიანებელი კომპონენტები, როგორიცაა ალოე და ეთერზეთები.
·         არ გამოიყენოთ ისეთ პროდუქტი, რომელიც შეიცავს სპირტს, შემადგენელი კომპონეტებიდან პირველი ხუთიდან.
ყოველთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ თმის კონდიციონერი უსაფრთხო პარსვისთვის.

4. ნაზად შეიმშრალეთ, არ გაიხეხოთ


როდესაც შხაპიდან გამოხვალთ და პირსახოცს აიღებთ, კანის გახეხვის ნაცვლად, ნაზად შეიმშრალეთ კანი. ეს იხსნის თქვენს კანს „პირსახოცით დაზიანებისგან“, რასაც მამაკაცების უმრავლესობა (და ბევრი ქალიც) თავის კანს აყენებს.
ნაზი შემშრალებით, თქვენი კანი შეინარჩუნებს დატენიანებას და უფრო მეტ დატენიანებაში გაახვევს მომავალი ეტაპზე:
ტანის დატენიანება

5. არასოდე არ გამოგრჩეთ დატენიანება


უმნიშვნელოვანესი ეტაპია და მუდამ  უნდა გახსოვდეთ, რომ ყოველთვის დაიტენიანოთ კანი აბაზანისა და შხაპის შემდეგ. არასოდეს იფიქროთ არა უშავს და გამოტოვებთ, ამგვარად, იპოვეთ თქვენთვის საყვარელი ლოსიონი, კარაქი ან ზეთი და შეინახეთ აბაზანაში.

როცა კანი უკვე გამომშრალია, მნიშვნელოვანია, რომ დაატენიანოთ შხაპის შემდეგ; და რაც უფრო სწრაფად გააკეთებთ ამას, უფრო კარგად იგრძნობს თავს თქვენი კანი.  თუ თქვენი არჩეული დამატენიანებელი არის ტანის, ეს  საუკეთესოა  კანის დასატენიანებლად. დარწმუნდით, რომ თქვენ ფრთხილად გადმოასხავთ წვეთებს, რომლებიც შესაძლოა დაიღვაროს, გააზეთიანებს აბაზანას ან იატაკს ძალიან მოლიპულს გახდის.

No comments:

Post a Comment