მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში ხარჯავს უამრავ ფულს მაკიაჟზე, სპაზე და კანის გასამშვენიერებელ საშუალებებზე. ადამიანები, როგორც წესი ფიქრობენ თავიანთ გარე იერსახეზე, მაგრამ ხშირად ავიწყდებათ, რომ თუ როგორც გამოიყურებიან არის იმის ანარეკლი, თუ რას მიირთმევენ. აქ არის 10 საკვების ჩამონათვალი, რომლებიც კვებავს თქვენს კანს შიგნიდან და ზრუნავს, რათა კანი ჯანსაღად და ბზინვით
გამოიყურებოდეს.
როგორ ვკვებოთ კანი: ტოპ 10 საკვების არჩევანი
1. კიტრი:
კიტრი შეიძლება სამართლიანად მიიჩნევა კანის ერთ-ერთ ყველაზე მკვებავ საკვებად,
მიირთმევთ მას თუ ისვამთ კანზე. ის შეიცავს ნულოვანი კალორიას. და რაც უფრო საინტერესო
არის, რომ ის ასევე ეხმარება არასასურველი ტოქსინების გამოდევნას თქვენი სხეულიდან.
სწორედ ეს ტოქსინებია, რომლებიც თქვენს კანს
აჩენს მოდუნებულსა და უსიცოცხლოს. კიტრი ასევე გასაოცარი მცენარეულის, რომელსაც აქვს
ძალიან ბევრი ნუტრიენტები-მკვებავები, რომ ლებიც ასტიმულირებენ თქვენი სხეულის ჯანმრთელობას.
ეს ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ანათებს თქვენს კანს.
1. ჭარხალი
ჭარხლის წითელი ლაქები შესაძლოა ცოტა
შემაშფოთებელი
იყოს, მაგრამ ჭარხლის დიდი რაოდენობით მიღება რეკომენდირებულია კანის გამასხივოსნებელი
თვისებისთვის. ჭარხალი ითვლება ერთ -ერთი ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულად, თქვენი კანისთვის. ის
შეიცავს მინერალებს, როგორიცაა კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი და ნატრიუმი. იგი ასევე შეიცავს ვიტამინ A და
E. ეს აუმჯობესებს ეპიდერმისის ჯანმრთელობას და მოქმედებს, როგორც ორგანიზმის გამწმენდი, რაც კანს
აახალგაზრდავებს.
3. ტკბილი კარტოფილი:
ტკბილი კარტოფილი არის ძირეული ბოსტნეული, რომელიც შეიცავს
მაღალი რაოდენობით ვიტამინებს და კომპლექსურ ნახშირწყლებს. მისი ჭამის შემდეგ, ის
დროგამოშვებით გადასცემს შაქარს თქვენს
ორგანიზმს. იგი ასევე შეიცავს ბეტა კაროტინს, რომელიც გადაყვანილია გარდაიქმნება
ვიტამინ A , კუჭის მონელებისას. ეს კი,
თავის მხრივ, ბუნებრივად ჟანგბადით ავსებს კანს.
4. ნიორი:
ნიორი
არ არის მხოლოდ სუნი. ის შეიცავს ალიცინს, ბუნებრივად სინთეზირებულ ქიმიკატს, რომელიც
მიღებისას რეაქციაში შედის სისხლთან და ქმნის ახალ პროდუქტს. სწორედ ეს არის
პროდუქტის,რომელიც ანადგურებს უკვე სხეულში არსებულ, არასასურველ ბაქტერიებსა და
ვირუსებს და მუშაობს სხეულის იმუნიტეტის გაუმჯობესებაზე. ნიორი ანტიოქსიდანტებთან
ერთად უძლეველი კომბინაციაა. მათ აქვთ საოცარი უნარი, რათა შეანელოს კანის
დაბერება. ეს არის საკუთარი ახალგაზრდობის შადრევანი!
5. პარკოსანი მცენარეები:
ექიმები
ყოველთვის გვირჩევენ,რომ ჩავრთოთ უამრავი მწვანე ბოსტნეული ჩვენს დიეტაში, და
თქვენ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ეს
ამართლებს კიდეც. პარკოსნებს, ისევე
როგორც ბარდას და ლობიოს, აქვს მაღალი დიეტური ბოჭკოები, რომლებიც ხელს უწყობს
საჭმლის მონელების პროცესს და ასევე სისტემის
დეტოქსიცირებას. ეს პროცესი ხელს უწყობს ნათელი, ახალგაზრდა კანის შენარჩუნებას.
6. წითელი ყურძენი:
წითელი ყურძენი ცნობილია ანტი- ტოქსიკური და ანტი-ჰისტამინური
თვისებებით, რომელიც სასწაულებს ახდენს კანის ანთებითი პროცესების მკურნალობისას. ისინი
ასევე ხელს უწყობენ სხვა ალერგიული
რეაქციების თავიდან აცილებას. ჩაყარეთ
რამდენიმე ცალი ყურძენი თქვენს სალათში ან ისიამოვნეთ მისი მარცვლებით კვებებს
შორის. დარწმუნებული იყავით, რომ ამ გზით ნამდვილად დაცული იქნებით კანის პრობლემებისგან.
7. ავოკადო:
სამართლიანად
უწოდებენ ამ ხილს კანის ყველა საკვების ღმერთს.
ის შეიცავს ანტი-ტოქსინებს და ვიტამინებს E და C. ეს ნაყოფი აუმჯობესებს კანის
ტექსტურას, ტონს, და ასევე ხელს უწყობს კანის სიცოცხლისუნარიანობას. იგი ავითარებს
ტენიანობის შეკავების უნარს კანში.
8. თხილეული:
გოგრის
თესლი და ბრაზილიის კაკალი წარმოადგენს მინერალური მარცლების ნამდვილ საწყობს, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტის
მასტიმულირებელ სისხლის თეთრ უჯრედებს. მაგრამ ეს არ არის მთელი სარგებელი, რასაც
მიიღებთ მათი ჩართვით თქვენს რაციონში. თუთიისა
და მარცვლეულის ნაკლი პირდაპირი მიზეზებია აკნეს გამონაყარისთვის და, შესაბამისად,
კაკალი არის სრულყოფილი შხამსაწინააღმდეგო ნივთიერება აკნეს ცუდი
შემთხვევის სამკურნალოდ. იგი ასევე ხელს უწყობს, რომ ეს თხილი დატვირთულია
კალციუმით, მანგანუმით, კალიუმით, მაგნიუმით - ყველაფერი ეს ერთად კი ხელს უწყობს კანის
გასხივოსნებას.
9. შვრიის რძე:
ზოგიერთ
ადამიანისთვის, არსებობს პირდაპირი კავშირი აკნეს გამონაყარსა და რძის პროდუქტის მიღებას
შორის. ასეთი უიღბლოებისათვის, შვრიის რძეს შეუძლია საოცრებების ჩადენა. შვრიის
რძე არ შეიცავს ლაქტოზას, მაგრამ მდიდარია ვიტამინით E, ბოჭკოებით, და ფოლიუმის
მჟავით. თქვენი კანი მადლობას გადაგიხდით ამ კმვებავი ნივთიერებებისთვის.
10. ყავისფერი ბრინჯი:
სისხლში
შაქრის დონის შენარჩუნების მნიშვნელობა აუცილებელია ჯანსაღი კანისთვის. ამ მიზეზით,
თეთრი ბრინჯის ჩანაცვლება მისივე ყავისფერი ექვივალენტით გონივრული არჩევანია.
ყავისფერი ბრინჯი მდიდარია თავისი მკვებავი თვისებებით; ის შეიცავს მაგნიუმს,
ვიტამინებს და ცილებს.
ამბობენ,რომ
„ადამიანი ის არის, რასაც ჭამს“. მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენი კანის
ხარისხი და ტექსტურა, და ის გამასხივოსნებელი ნათება, რომლისთვისაც მოკვდებით
კიდევაც, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დევს თქვენს თეფშზე, ყოველდღიურად. კვებენ
თქვენი კანის და გექნებათ უზადო კანი!
No comments:
Post a Comment