თვიზერმანი - ჩემი მანიკურის კომპლექტი



უკვე რამდენიმე წელია დავდივარ მანიკურის სპეციალისტთან მანიკურის ჩემი ინსტრუმენტებით. გავნათლდი ყველა სახის საშინელი დაავადებების შესახებ, რომელიც გამოწვეულია მანიკურის იარაღებით, და გადაწყვიტე გავიკეთო მანიკური (მე თვითონ ან მანიკურის სპეციალისტის დახმარებით) მხოლოდ ჩემი პირადი ინსტრუმენტებით.
ჩემი მანიკურის სპეციალისტი ძალიან აქებდა Tweezerman-ის ინსტრუმენტებს, რომელსაც ის იყენებს აგერ უკვე 5 წელია.  

ინსტრუმენტები დამზადებულია სამედიცინო ხარისხის უჟანგავი ფოლადით, მაღალი სიზუსტის ჭრით და  ზამბარით. ასევე მაღალი ხარისხის ინსტრუმენტი გამოირჩევა იმით, რომ ისინი ერთნაირად კარგად ჯდება მარჯვენა და მარცხენა ხელშიც.
დასაწყისისთვის მე  მივედი უახლოეს მაღაზიაში, სადაც იყიდება მანიკურის კომპლექტები, რათა მენახა და მომესინჯა ინსტრუმენტები. შემდეგ კი შევიძინე ინტერნეტ მაღაზიაში Strawberrynet, რაზეც დავზოგე  5-15 დოლარი თითოეულ ინსტრუმენტზე.
რამდენიმე თვეა უკვე ვიყენებ Tweezerman-ის მკვნეტარასა და მაკრატელს და ძალიან მომწონს მათი ხარისხი და კომფორტული დიზაინი.


No comments:

Post a Comment