პომადების,
გლოსებისა და ტუჩის ფერადი საცხების მრავალფეროვანი პალიტრა იმდენად გადატვრთულია,
რომ ზოგჯერ რთულია შესაფერისი პომადის არჩევა. ამ სტატიაში ჩვენ შევეცდებით
გასწავლოთ, თუ როგორ შეუხამოთ პომადა თქვენი კანის ტონს და როგორ შეარჩიოთ ის
კანის ტონის, ჩაცმულობისა და შეხვედრის მიხედვით.
ნაწილი 1 4-დან: ვირჩევთ ყოველდღიურ ფერს
1
აირჩიეთ ფერი ერთი
ან ორი ტონით მუქი, ვიდრე თქვენი ტუჩების ბუნებრივი ფერია.
2
სცადეთ ვარდისფრისა
და წითლის ჩრდილები. ვარდისფერი
და წითელი კარგად ჯდება ყველა კანის ტონზე, და მუშაობს თითქმის ყვ ელა ჩაცმულობასა
და თმის სტილზე.
3
შეინარჩუნეთ
დახვეწილი სტილი. დღის განმავლობაში, იდეა არის, რომ გამოიყურებოდეთ თითქოს თქვენ არ გისვიათ ძალიან ბევრი მაკიაჟი, თუ რა თქმა უნდა არ ესწრებით
რაიმე განსაკუთრებულ ღონისძიებაა, როგორიცაა ქორწილი.
ნაწილი 2 4-დან: ვირჩევთ შესაფერის წითელ ფერს
1
განსაზღვრეთ თქვენი
კანის ტონი: ღია, საშუალო, მკრთალი, ან მუქი.
2
იპოვეთ თქვენი კანის ტონის შესაფერისი ფერი:
·
ღია ფერი კანისთვის: მარჯნისფერი წითელი
ან მუქი წითელი ვარდისფერი ელფერით.
·
საშუალო
ან ფერმკრთალი კანისთვის:ვარდისფერი
და მოცვის ფერი ჩრდილები და აგურისფერი წითელი.
·
მუქი
კანისთვის: წითელი
ფერი შინდისფერი ან ყავისფერი ელფერით.
3
·
სცადეთ ჭეშმარიტი
წითელი. უნივერსალური ღაჟღაჟა ფერი უხდება ყველა ტიპის
კანს.
ნაწილი 3 4-დან: როგორ შევიძინოთ პომადა
1
ყიდვამდე მოსინჯეთ
პომადა. ფერმა
ყუთზე ან კონტეინერზე შესაძლოა მოგატყუოთ.
2
მთლიანად მოიშორეთ
ერთი პომადა, სანამ მეორეს მოისინჯავთ. თორემ ორი ფერი ერთმანეთს შეერევა. სთხოვეთ
კონსულტანტს მაკიაჟის მოსაშორებელი ლოსიონი და მოიშორეთ პომადა.
3
დარწმუნდით, რომ კარგად
განათებულ ადგილას იმყოფებით.
4
წაისვით პომადა
ოდნავი ან საერთოდაც მაკიაჟის გარეშე სახეზე. სხვა მაკიაჟმა შესაძლოა დაგაბნიოთ და სწორად ვერ
განსაზღვროთ პომადის ფერი თქვენზე.
5
სთხოვეთ დახმარება/რჩევა. ზოგჯერ რთულია ობიექტური გადაწყვეტილების
მიღება საკუთარ თავზე, რა უფრო გვიხდება. პროფესიონალი მაკიაჟის განყოფილებაში დაგეხმარებათ
სწორი ფერის შერჩევაში.
ნაწილი 4
4-დან: შეუხამეთ
ტუჩის ფერი თქვენს იერს
1
ნუ შეუხამებთ
პომადის ან ტუჩის ნებისმიერი საშუალების ფერს თანსაცმელს. მაგალითად, თ გაცვიათ ცეცხლისფერი წითელი კაბა,
იგივე წითელი პომადა გადაჭარბებული იქნება.
2
მიეცით შთამბეჭდავი იერი ტუჩებს ან თვალებს; და არა ორივეს.
·
შემოიფარგლეთ
მხოლოდ მასკარით თვალებზე, ან ოდნავ უქი ყავისფერი თვალის ლაინერით წამწამებს
შორის.
·თუ კვალმისფერი იერი გაქვთ თვალებზე,
მაშინ კანისფერი ან ღია ვარდისფერი ტუჩები უკეთ გამოიყურება.
No comments:
Post a Comment