ვგიჟდები Clinique-ის კოსმეტიკაზე და ბევრი კარგი მსმენია ამ ВВ კრემზეც. და ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტე
მისი შეძენა. ეს კრემიც შევიძინე, სადაც ყველანაირ
კოსმეტიკას ვიწერ http://ge.strawberrynet.com/main.aspx-ზე.
ახლა კი თვითონ ამ კრემის შესახებ...
რა სჭირდება კანს მთელი დღის განმავლობაში?
მზისგან დამცავი ფილტრი, ანტი-ოქსიდანტები, რომლებიც აფრეხებენ კანის დაბერებას, ტონის
გათანაბრება, კომფორტის შეგრძნება და კანის ნაკლოვანებების დაფარვა....ყველა ამ კრიტერიუმს
აკმაყოფილებს Clinique-ის ВВ კრემი. მსუბუქი
ფორმულა შესანიშნავად კვებავს კანს, უხდება ყველა ტიპის კანს. კრემის გამოყენება შესაძლებელია
ტონალური კრემის წასმამდე ან მის ნაცვლად. ჩემი სახის კანი საკმარისად თანაბარია, ამიტომაც
არ მიყვარს ტონალურის წასმა. თუმცა, ზოგჯერ აუცილებელია სახეზე რამის დაფარვა და ამ
უმნიშვნელო ნაკლოვანებებს კი ეფექტურად ფარავს.
როდესაც პირველად დავინახე კრემი, მომეჩვენა, რომ
ტონი მეტისმეტად მუქი იყო და არ მოუხდებოდა ჩემს კანს. მაგრამ წასმის შემდეგ, დავრწმუნდი,
რომ მწარმოებელი აბსოლუტად არ ტყუოდა დაფარვის სრულყოფილების შესახებ. კრემის წასმა
შეიძლება რამდენიმე ფენად, კანის ნაკლოვანებების უფრო ეფექტურად დასაფარად.
მე აღფრთოვანებული ვარ ВВ კრემით. სახე ხასხასაა, გლუვი. შესანიშნავად ატენიანებს კანს და მქრქალს
ხდის. კანის ტონს ათანაბრებს და ანათებს. კრემი
შეიცავს ციმციმებს, რომლებიც უფრო ანათებს კანს!
No comments:
Post a Comment