თმის გასასწორებელი 6 ბუნებრივი პროდუქტი



თმის გასწორებამ ფაქტიურად გადაწერა მოდის წიგნი. თმის გასასწორებელი პროდუქტები ძალიან მოთხოვნადია. მაგრამ ქიმიკატები, რომლებიც, ძირითადად, გამოიყენება თმის გასასწორებლად,  თავიანთ გავლენას ტოვებენ თქვენი თმის ჯანმრთელობაზე. აქედან გამომდინარე, თმის გასასწორებელი ბუნებრივი პროდუქცია გახდა ახალი პერსპექტივა.უამრავი ასეთი ნაწარმია თქვენს სამზარეულოში, ამ პროდუქტების რეგულარული გამოყენება თქვენს თმას არბილებს და ასწორებს. მოდით, ვნახოთ თმის გასასწორებელი რამდენიმე ბუნებრივი ინგრედიენტები, რომელიც დაგეხმარებათ თმის გასწორებაში სახლში:


1. ქოქოსის რძე შერეული ლიმონის წვენთან:



გახეხეთ ქოქოსი და გამოწურეთ მისი რძე. ქოქოსის რძეს გააჩნია თმის გასასწორებელი თვისებები. მაგრამ თუ თქვენ დაამატებთ ლიმონის წვენს, უკეთეს შედეგს მიიღებთ. მაცივარში შეინახეთ ეს ნაზავი რამდენიმე საათით. ნაზავის თავზე წარმოიქმნება კრემისებრი ფენა. წაისვით ეს კრემი თმაზე და შეიხვიეთ ცხელი პირსახოცით. დააცადეთ სულ ცოტა ერთი საათი. შემდეგ, დაიბანეთ თავი რბილი შამპუნით და კარგად გაიშრეთ. თქვენ ხელახლა აღმოაჩენთ თქვენი თმის სირბილეს. ამავდროულად, თქვენი დაუმორჩილებელი კულულები გახდება დამყოლი.

2. რეგულარული ცხელი ზეთის საშუალება:

ბევრმა დღემდე არ იცის, რომ გარდა თმის კვებისა, ზეთით რეგულარულად მკურნალობას შეუძლია თმის გასწორება და გაბზინვარება. შეურიეთ ქოქოსის ზეთი ზეითუნის ზეთს. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეცვალოთ ზეითუნის ზეთი ნუშის ზეთით რამდენიმე დღის შემდეგ. შეიზილეთ ეს ნაზავი შესახებ სკალპსა და თმაზე. დაიფარეთ თავზე ცხელი პირსახოცი. დაიტოვეთ მინიმუმ 45 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაიბანეთ შამპუნით.
3. ბუნებრივი კონდიცირება:

თმის კონდიციონერის ხშირი გამოყენება დაბანის შემდეგ არბილებს და ელასტიურს გახდის თმას. გამოიყენეთ ჩაის ნაყენი თმის ბუნებრივ კონდიციონერად. 
4. რძის სპრეი:

რძე ძალიან სასარგებლოა, როდესაც საქმე ეხება თმის გაბრტყელებას. ჩაასხით რძე სპრეის ბოთლში და შეისხით მთელს თმაზე. დაელოდეთ ნახევარი საათით და საშუალება მიეცით თმას შეიწოვოს რძე. შემდეგ დაიბანეთ შამპუნით და აღმოაჩინეთ თქვენი თმის ახალი სახე.
5. რძე და თაფლი:

აიღეთ რძე და დაამატეთ თაფლი, რათა მიიღოთ პასტა. იმისათვის, რომ მიიღოთ უფრო ეფექტური შედეგი, შეურიეთ ამ ნარევს მარწყვი ან ბანანი. შეიზილეთ ეს თმაზე. დრო დასჭირდება მის გაშრობას. ასე რომ, დააცადეთ საათი და ნახევარი, შემდეგ დაიბანეთ.
6. ზეითუნის ზეთი კვერცხით:

ორივე მათგანი ცნობილია, როგორც თმის მოვლის განუყოფელი ნაწილი. მაგრამ ბევრისთვის არ არის ცნობილი, რომ ზეითუნის ზეთი და კვერცხი ერთად სასწაულებს ახდენს. გატეხეთ ორი კვერცხი და დაამატეთ შესაბამისი რაოდენობის ზეითუნის ზეთი. აურიეთ და წაისვით თმაზე. დაელოდეთ მინიმუმ ერთი საათი და შემდეგ დაიბანეთ რბილი შამპუნით.

ყველა ზევით ჩამოთვლილი ბუნებრივი პროდუქტი ადვილად ხელმისაწვდომია და თქვენს გარშემოა. მაგრამ ამისთვის გჭირდებათ მოთმინება. ეს არ იმუშავებს, როგორც თმის გასასწორებელი მკურნალობა სალონში. თქვენ უნდა შქმნათ თმის მოვლის რეჟიმი და გაიმეოროთ თითოეული ეს გასასწორებელი პროცესი მინიმუმ კვირაში ორჯერ. მხოლოდ ამის შემდეგ შენიშნავთ შესამჩნევ განსხვავებას თქვენს თმაში რამდენიმე თვის შემდეგ. თუ თქვენი თმა ძალიან ხვეულია და გსურთ, რომ იყოს სწორი, თქვენ უნდა ეწვიოთ სალონს და მიანდოთ თქვენი თმა მავნე ქიმიკატებს, რომელთა რეგულარული გამოყენება, დააზიანებს თქვენს თმას.

ვიმედოვნებ, რომ ეს სტატია თმის ბუნებრივი გასწორების შესახებ სახლში უზრუნველყოფს საუკეთესო შედეგებს!!!

No comments:

Post a Comment