კარამელის
ხასიათი
NARS-ის კოსმეტიკამ მომხიბლა
პირველ რიგში მისმა დიზაინმა: სიმარტივე, სტილი და უმაღლესი გემოვნება. მაგრამ,
რადგანაც ეს საშუალებები მეტად ძვირიანია, მე მის ყიდვას ვახერხებ მხოლოდ
ფასდაკლებისას, უფრო ონლაინ მაღაზიაში.
NARS-ის ტუჩის ლაქი - ჩემთვის ღირს
უძვირესი. მე ეს პროდუქტი შევიძინე 25$, და ესეც ფასდაკლებით. როდესაც მივიღე ეს
გლოსი, ისეთი სიამოვნება იყო, ამოვიღე ასეთი პაწაწინა, გლუვი, მქრქალი ქილა,
რომელიც მოთავსებულია შესანიშნავ ყუთში. ასე რომ, საჩუქრადაც საუკეთესოა და
გირჩევთ, ისეთ ყუთშია, რომ მაშინვე 100% აგიმაღლებთ ხასიათს.
ასე რომ, როგორც გაირკვა,
პრინციპში, მისი ფასი გამართლებულია. დღის განმავლობაში გლოსს თითით ვისვამ, რაც
მეტად ეკონომიურია. აი, უკვე მე-3 თვეა, რახც ამ გლოსს ვიყენებ, და ნახევარი ქილა
კიდევ არის, ვფიქრობ, ზაფხულამდეც მეყოფა
.
ფერი შევარჩიე კარამელის, და
როცა ვისვამ ტუჩებზე, პომადის წასმის აუცილებლობა აღარ არის. ფერი ისეთი სავსეა და
მდიდრული, ტუჩები ციმციმებს, ბზინავს. ცოტა მისი ტექსტურა წებოვანია, მაგრამ
ჩემთვის კომფორტულია, რადგანაც არც სუნი აქვს და არც გემო.
ასე რომ, თუ ვინმე მოიხიბლეთ,
მე გირჩევთ შეიძინო. ერთადერთი მინუსი აქვს, რომ წასმის შემდეგ თითი უნდა
შიწმინდოთ ხელსაწმენდზე. მე ფუნჯს არ ვიყენებ.
No comments:
Post a Comment