როგორ ვიპოვოთ და გამოვიყენოთ კანის მოვლის საუკეთესო პროდუქტები



არ დაგაბნიოთ თვალისმომჭრელმა რეკლამამ და შეფუთვამ. ამ სტატიაში განხილულია რა ინგრედიენტებს უნდა მიაქციოთ ყურადღება, და როგორ უნდა შექმნათ თქვენი დღის რუტინის სქემა და მისდიოთ მათ, რათა გქონდეთ შესანიშნავი კანი, რომელიც რბილია, გასხივოსნებული და ახალგაზრდული.


მეთოდი 1  2-დან: აქერცვლა, გაახალგაზრდავება, დატენიანება

1

გახსოვდეთ, რომ კანის მოვლის სამი საყრდენია: 1) აქერცვლა; 2) გაახალგაზრდავება; და 3) დატენიანება. ამ სტატიაში განვიხილავთ თითოეულ მათგანს.

2


აქერცვლა. აქერცვლა ერთ-ერთი უმთავრესია კანის გასაუმჯობესებლად ადამიანის სხეულის საკუთარი საოცარი სამკურნალო ძალის გამოყენებით. ორი უმთავრესი პროდუქტი აქერცვლისათვის არის მიკროდერმაბრაზიის კრემები და გლიკოლის მჟავის შემცველი გამწმენდები.  

·        ეს ორივე პროდუქტი აშორებს მოდუნებული, მკვდარი კანის უჯრედების შრეებს თქვენს კანზე. ამ პროცესს გააჩნია ორმხრივი სარგებლობა: არა მარტო ქმნის ახალგაზრდა, ხასხასა კანს, არამედ აქერცვლის პროცესი აგრეთვე ასტიმულირებს ახალი კანის უჯრედების გამომუშავებას.
·         ვისაც მშრალი კანი აქვს, უმჯობესია ასაქერცლად გამოიყენონ არის მიკროდერმაბრაზიის კრემი.
·         ცხიმიანი ან კომბინირებული კანისთვის კი იდეალურია გლიკოლის მჟავის შემცველი გამწმენდები. 
·         ხელმისაწვდომი ალფა ჰიდროქსილის მჟავებს შორის, ყველაზე ეფექტურია გლიკოლის მჟავა მისი მცირე მოლეკულური ზომის გამო; ის შესანიშნავად შეიწოვება კანში. როდესაც შეიძენთ გლიკოლის მჟავას, გაითვალისწინეთ, რომ მისი კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 10% - უფრო მეთი შემცველობის ან სიძლიერის საშუალება აუცილებლად რეკომენდირებული უნდა იყოს ლიცენზირებული ესთეტიკის ან დერმატოლოგის მიერ. ხოლო 10% საშუალების გამოყენება თავისუფლად შეიძლება სახლში ყოველდღიურად. 
·         რაც შეეხება მიკროდერმაბრაზიის კრემს, უნდა შეიძინოთ იგივე მინერალური კრისტალებით, რომელიც გამოიყენება პროფესიონალების მიერ - ეს არის ალუმინი ოქსიდი. მისი აბრაზიული (სახეხი) ბუნების გამო, მიკროდერმაბრაზიის კრემი აუცილებლად უნდა შეიცავს დამამშვიდებელ ზეთებს, როგორიცაა ჟოჟობას ან შის კარაქს. გაითვალისწინეთ, რომ ყოველი ასაქერცლი პროცედურის შემდეგ, აუცილებელია გამოიყენოთ კარგი ხარისხის მზისგან დამცავი ან თავიდან აიცილოთ მზეზე გასვლა ერთი კვირის განმავლობაში პროცედურიდან.

3
მეორე, რაც უმთავრესია კანის მოვლის სრულყოფილი სქემისათვის არის კოლაგენის გაახალგაზრდავება კანში, რომელიც ბუნებრივად მცირდება კანში. არ არსებობს ჯადოსნური აბები ან ადგილობრივი კრემები, რომელიც ჩაანაცვლებს თქვენი კანის კოლაგენს.
·         საბედნიეროდ, არაჩვეულებრივი ხსნა თქვენი სხეულის მიერ კანის ამ მნიშვნელოვანი პროდუქტის გამოსამუშავებლად არის: პეპტიდები.
·          ორგანიზმში კოლაგენის რღვევისას, პეპტიდებიც გამოდის. ეს არის კანის სიგნალი, რომ კანი დაზიანდა და საჭიროებს ახალი კოლაგენის გამომუშავებას.
·         პეპტიდების პირდაპირ კანზე წასმა, კანს აფიქრებინებს, რომ მან ეს-ეს არის დაკარგა კოლაგენი და უნდა გამოიმუშაოს მეტი.
·         ყველაზე ხშირად გამოყენებული პეპტიდ „სიგნალი“კანისთვის ამ მხრივ არის პალიტოილ პენტაპეპტიდ (მატრიქსილ). პეპტიდების რეგულარუმლა გამოყენებამ შესაძლოა უკან მოაბრუნოს დრო ბევრი წლით. არანაირი გვერდით ჩვენებები არ დაფიქსირებულა პეპტიდების გამოყენებისს.  .
4

და ბოლოს, უნდა დაიტენიანოთ მაღალი ხარისხის პროდუქტით. დარწმუნდით, რომ არ იხდით ფულს საუცხოო შეფუთვაში და თვალისმომჭრელ რეკლამაში და ყოველივე ზემოთ ხსენებულის გასათვალისწინებლად, ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია.
·         ინგრედიენტები ჩამოთვლილია კონცენტრაციის მიხედვით, ასე რომ, თუ აქტიური ნივთიერება სიის ბოლოშია, პროდუქტი შეიცავს მხოლოდ სიმბოლურ რაოდენობას.
·         ეჭვგარეშეა, ყველაზე ეფექტური კანის დამატენიანებელი ნივთიერება არის ჰიალურონის მჟავა. ეს საოცარი ნივთიერება შეიცავს 1,000 ჯერ მისი წონა ტენიანობ. ითვლება, რომ ჰიალურონის მჟავა მისი უნარი "აფერხებს" ან აჩერებს დაბერების პროცესს და მას სათანადოდ უწოდებენ  "გასაღებ ახალგაზრდობის შადრევნისკენ".
·         ეს ასეა, რადგან ნივთიერება ბუნებრივად წარმოიქმნება (და საკმაოდ უხვად) ადამიანებსა და ცხოველებში, და გვხვდება ახალგაზრდა კანში, ნეონატალურ ქსოვილებში და კომბინირებულ სითხეში. ჰიალურონის მჟავა არის სხეულის შემაერთებელი ქსოვილების კომპონენტი, და ცნობილია, რომ ის არბილებს და აზეთიანებს ორგანიზმს.
·         ასაკის მატებასთან ერთად, ბუნება ანადგურებს კანის სიცოცხლისუნარიანობას და მას სჭირდება აღდგენა.

მეთოდი 2  2-დან: დაიცავით კანის მოვლის სქემა შესანიშნავი კანისთვის

1

დაიცავით კანის მოვლის სქემა. როცა უკვე ხელთ გაქვთ კანის მოვლის პროდუქტების მარაგი, მიჰყევით თქვენს სქემას და მიირებთ ახალგაზრდულ, გასხივოსნებულ, რბილ კანს, რომელზეც ოცნებობთ. გთავაზობთ პროცესს, რომელიც უნდა დაიცვათ. მისდიეთ მას ერთგულად და ნახავთ შთამბეჭდავ შედეგებს სულ რაღაც რამდენიმე კვირაში.  .
·         დილით: დაიბანეთ სახე კარგი ხარისხის გამწმენდით, წაისვით  დამატენიანებელი, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, შემდეგ UVA/UVB მზისგან დამცავი და საბოლოოდ მაკიაჟი.

·         საღამოს: თქვენი ტიპის კანიდან გამომდინარე, აიქერცლეთ ყოველდღიურად 10% გლიკოლის მჟავით ან  2-3 -ჯერ კვირაში მიკროდერმაბრაზიის კრემით. ცამოიბანეთ კარგად სუფთა წყლით, შემდეგ წაისვით მულტი-პეპტიდ კრემი დაძინებამდე.  

No comments:

Post a Comment