თუ თქვენ არ იყენებთ თქვენი თმისთვის შესაფერის
შამპუნს, ამით შესაძლებელია გაამწვავოთ პრობლემა ან საკმარისად არ ასუფთავებდეს
თმას. აქ იხილავთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი თმისთვის
შესაფერისი შამპუნის არჩევაში.
რჩევები
1
განსაზღვრეთ და
იცოდეთ როგორი ტიპის თმა გაქვთ. რა პრობლემა აქვს
თქვენს თმას? იბურდება? ქერტლი? ცხიმიანი? მშრალი? ნორმალური (არ აქვს პრობლემა,
მაგრამ თხელი და უსიცოცხლო)?
2
შეარჩიეთ შამპუნი,
რომელიც არ დააზიანებს თქვენს თმას. შამპუნი არ უნდა შეიცავდეს სულფატს, სილიკონს ან
სპირტის დიდ რაოდენობას. ეს ჩამოთვლილი კომპონენტები თმას დააკარგვინებს ბუნებრივ
ცხიმს და დააზიანებს თმას, მოკლედ რომ ვთქვათ, უფრო მეტად დააზიანებს თმას, ვიდრე არგებს.
3
თუ თმა აბურდულია,
სცადეთ აბურდული თმის საწინააღმდეგო შამპუნი და თმის გასაძლიერებელი კონდიციონერი.
4
თუ თმა ქერტლისადმი
მიდრეკილია, გამოიყენეთ სამკურნალო შამპუნი, რომელიც დამზადებულია სპეციალურად
ქერტლიანი თმისთვის.
5
ცხიმიანი თმისთვის,
გამოიყენეთ ნებისმიერი შამპუნი. თქვენი თმის
ცხიმიანობის მიზეზი არის, ის რომ ხშირად არ იბანთ თმას.
6
თუ იყენებთ კონდიციონერს, დარწმუნდით, რომ
საფუძვლიანად მოიშორებთ მას და ამით თავიდან აიცილებთ ქერტლის წამორქმნას.
კონდიციონერი გამოიყენებისას, ჩამოიბანეთ ის 3
წუთში, თორემ საპირისპირო შედეგს მიიღებთ.
No comments:
Post a Comment